რა მიგანიშნებთ ინსულტზე? ის, რასაც ყველა უნდა დააკვირდეს
- 2016-02-07 21:42:44
- 2555 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლაა. მისი ორი ძირითადი ტიპი არსებობს: იშემიური, ანუ ტვინის ინფარქტი, და ჰემორაგიული, ანუ სისხლჩაქცევა თავის ტვინში.
როგორ ყალიბდება და მიმდინარეობს თავის ტვინის ინსულტი?
ინსულტის დროს პათოლოგიურ პროცესში ერთვება თავის ტვინის ერთი ან რამდენიმე სისხლძარღვი. ესენი შეიძლება იყოს საძილე ან ხერხემლის არტერიები და მათგან გამომავალი ქალაშიდა ტოტები, რომლებიც არტერიული სისხლით ამარაგებენ თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილებას. ამ პათოლოგიური პროცესის დროს შეიძლება დაფიქსირდეს:
პათოლოგიური პროცესი იწყება თავის ტვინიდან მოშორებით – თავის ტვინის სისხლძარღვის ემბოლიით გულიდან ან ცირკულაციის სხვა ექსტრაკრანიალური აუზებიდან, ასევე არტერიული წნევის დაწევის ან სისხლის შედედების დროს, რომლებიც იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვში სისხლის მიმოქცევის უკმარისობას
არსებობს სიმპტომები, რომლებიც მოსალოდნელ ინსულტზე მიგვანიშნებენ:
სიმძიმე კიდურებში;
გაძნელებული ლაპარაკის პროცესი;
ბუნდოვანი ხედვა;
წონასწორობის დაკარგვა;
თავის ტკივილი
იმისთვის, რომ თავი დაიზღვიოთ ინსულტისგან გირჩევთ მსგავსად მოიქცეთ:
არ მოწიოთ;
ივარჯიშეთ ხშირად;
აკონტროლეთ წონა;
მიირთვით ჯანსაღი პროდუქტი;
აკრძალეთ მარილი, ცხიმი, ტკბილეული.
გახსოვდეთ, რაც თქვენი გულისთვისაა კარგი ის ტვინსაც უხდება და თუ ამ წესებს დაიცავთ, ჯანმრთელი იქნებით.
aww.ge