რას ვერ ამჩნევენ კაცები სექსის დროს?
- 2016-02-08 20:48:59
- 4599 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
არსებობს სხვადასხვა მოვლენები და ფაქტები, რომელიც ქალს ძლიერ აღელვებს და დისკომფორტს უქმნის სექსის დროს. ხშირად გარკვეულ საკითხებზე შფოთვა იმის საშუალებასაც კი არ აძლევს, რომ სრულფასოვანი სიამოვნება მიიღოს სექსისგან. სინამდვილეში იმ მოვლენების დიდ ნაწილს, რასაც ქალი გადამეტებულ ყურადღებას აქცევს, კაცი სექსის დროს ვერც კი ამჩნევს.
რამოდენიმე ზედმეტი კილოგრამი - კაცების დიდი ნაწილი ვერ ამჩნევს და ყურადღებას არ აქცევს, არც პრიორიტეტულია ქალის რამოდენიმე ნაკლები ან ზედმეტი კილოგრამი. ეს მოვლენა გაცილებით ძლიერია სექსის დროს. კაცი თითქმის არასდროს ფირქობს სექსის დროს პარტნიორის რამოდენიმე ზედმეტ კილოგრამზე.
მკერდის ფორმა - ქალების უმეტესობას მკერდის ფორმა მცირედ ასიმეტრული აქვს, ან რომელიმე მკერდი ზომაში ოდნავ მეტია ვიდრე მეორე. თუმცა ეს მოვლენა საწოლში არაფერს ცვლის და არც პარტნიორის ყურადღებას იმსახურებს.
კანის მდგომარეობა - ქალებს ხშირად აქვთ კომპლექსი სექსის დროს, ვინაიდან ფიქრობენ, რომ მათი ერთეული გამონაყარი კანზე ამახინჯებს მათ. ქალები ხშირად არიან ძალიან მომთხოვნები საკუთარი თავის მიმართ და მოითხოვენ იდეალურ და გლუვ კანს, რომელიც ბუნებაში ძალიან იშვიათად გვხვდება. შესაბამისად ეს საკითხიც არ წარმოადგენს შფოთვის მიზეზს.
ოფლი - ჰიგიენის დაცვის მიუხედავად ადამიანის საოფლე ჯირკვლები მაინც ასრულებენ საკუთარ ფუნქციას, რაც ოფლის გამოყოფით გამოიხატება. ეს ნერვიულობის ელემენტს არ უნდა წარმოადგენდეს, ვინაიდან მამაკაცისთვის ქალის მსუბუქი ოფლი არ არის გამაღიზიანებელი, პირიქით შეიძლება მისთვის სექსუალურად ამგზნებიც კი იყოს, ვინაიდან ადამიანის ოფლი შეიცავს ფერომონებს, რომელიც სექსუალურ მიზიდულობაში ერთ ერთი მოქმედი ფაქტორია.
თმები ფეხებზე - ქალების შფოთვის საგანს ხშირად წარმოადგენს რამოდენიმე დღის გაუპარსავი ფეხები, ან მცირედ დაგვიანებული ეპილაცია, ასევე თმიანობა ბოქვენის მიდამოში. კაცები რამოდენიმე დღის თმებს ვერც ამჩნევენ.
მაკიაჟი - სათანადო მაკიაჟი და ვარცხნილობა არ არის მნიშვნელოვანი მამაკაცებისთვის საწოლში. მეტიც მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქალს თმები ოდნავ მაღლა ექნება თუ დაბლა სექსის დროს.
ცელულიტი და ზედმეტი ცხიმები ბარძაყებზე – ცელულიტი თუ მკვეთრად გამოხატული არ არის კაცისთვის შეუმჩნეველია, ხოლო ბარძაყებზე ცხიმების გადანაწილება კაცების ნაწილისთვის შეიძლება ამგზნებ სტიმულსაც კი წარმოადგენდეს.
საშოს სიმჭიდროვე - მამაკაცების უმეტესობა ქალის საშოს სიმჭიდროებს შორის განსხვავებას ვერ გრძნობს. შესაბამისად მშობირობის შემდგომ საშოს მოდუნება დიდი ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის ქალებს საწოლში. თუმცა ამ პრობლემის მოგვარება კეგელის ვარჯიშებითაც არის შესაძლებელი, რომელიც მენჯის კუნთებსაც ავარჯიშებს და მომავალში ქალებში შარდის შეუკავებლობის პრევენციასაც ახდენს.
droni.ge