საკვერცხის კიბოს 10 შემაშფოთებელი ნიშანი, რომელსაც ყურადღებას არ აქცევენ!

ყოველწლიურად 20 000ზე მეტ ქალს უსვამენ საკვერცხის კიბოს დიაგნოზს. ეს რიგით მეხუთე ყველაზე გავრცელებული კიბოს ტიპია, რომელსაც ზედმეტ სახელად ,,ჩუმ მკვლელსაც“ უწოდებენ.

მიუხედავათ იმისა, რომ საკვერცხის კიბოს აღმოჩენა მარტივი არ არის, ჩვენ გამოვყავით 10 ყველაზე ხშირი სიმპტომი, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც ადრეულ პერიოდში ასევე დაავადების შემდგომ სტადიებში, ამიტომ ყურადღებით გადაავლეთ თვალი ჩვენს ჩამონათვალს:



1.ზურგის გახშირებული ტკივილი




ზურგის ტკივილის გამომწვევი ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ თუ თქვენ ზუსტად იცით, რომ ეს ოსტეოპოროზის ან ართრიტის ბრალი არ არის, მაშინ დროა ყურადღება მიაქციოთ ამას!



2. ტკივილი მუცლის ქვედა ან მენჯის არეში



თუ თქვენ ყოველდღიურად გრძნობთ ტკივილს ამ არეში ან სიმძიმის შეგრძნებას, მაშინ აუცილებლად მიმართ ექიმს!




3. არეული მენსტრუაციული ციკლი



სტატისტიკის მიხედვით, ამ დიაგნოზს 55 წელს გადაცილებული ქალების უმეტესობას უსვამენ, თუმცა საკვერცხის კიბო შეიძლება გაჩნდეს როგორც ახალგაზრდებში, ასევე იმ გოგონების ორგანიზმშიც კი, რომლებსაც ჯერ პირველი ციკლი არ ქონიათ. ამიტომ თუ თქვენს ციკლში ცვლილებებია ან ის მოუწესრიგებელია, ამ შემთხვევაშიც ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.




4. დაღლილობის შეგრძნება



ჰაერის უკმარისობის, გულის რევის შეგრძნებისა და მადის დაკარგვასთან ერთად, დაღლილობის შეგრძნება საკვერცხის კიბოს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ქალების 80 % ზე მეტი, რომლებსაც ეს დიაგნოზი დაუსვეს, ადასტურებენ, რომ სწორედ ეს სიმპტომები აწუხებდათ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კარგად შეისწავლოთ თქვენი ორგანიზმი და არ გადადოთ გამოკვლევა.





5.ადვილად დანაყრება



თუ თავს ჭამის დაწყებიდან ძალიან მალევე და მარტივად გრძნობთ დანაყრებულად, ეს შეიძლება კიბოს ერთ-ერთ თვალსაჩინო სიმპტომად ჩაითვალოს , თუმცა, ხშირად ეს შესაძლოა სრულიად სხვა დაავადების ბრალიც იყოს, მაინც უმჯობესია გადამოწმება.




6. ტკივილი სექსის დროს



სექსუალური აქტის დროს ძლიერი ტკივილის შეგრძნება ერთ-ერთი მნიშნელოვანი მანიშნებელია იმის, რომ შეიძლება საკვერცხის კიბოს ადრეული სტადია გქონდეთ.




7. გულისრევა და ღებინება



ეს სიმპტომები უამრავი პრობლემის ბრალი შეიძლება იყოს, საკვერცხის კიბოს არსებობის შემთხვევაში, ხშირია გულისრევა, დიარეა და ზოგჯერ წონის კლებაც კი.




8. მუცლის შებერილობა



ეს კიბოს თვალსაჩინო სიმპტომია, საინტერესოა ერთ-ერთი პაციენტის შემთხვევაც, როდესაც მან ექიმს მიმართა მას შემდეგ, რაც მისი მუცელი ძალიან წამოიზარდა, საბოლოოდ კი მას 5 კილოგრამიანი სიმსივნური წამონაზარდი მოაშორეს და დაუსვეს კიბოს დიაგნოზი.
ამიტომ, თუ ამ სიმპტომს უჩივით ხშირად, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.




9. მუქი და უხეში თმის ზრდა



პირდაპირ კიბოს ნიშნად რა თქმა უნდა ვერ განვიხილავთ, მაგრამ აღნიშნული პრობლემა უამრავი დაავადების მანიშნებელი შეიძლება იყოს. თუმცა გაითვალისწინეთ, ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ქალები საკვერცხის კიბოს დროს საპირისპირო სიმპტომს- თმის ცვენას უჩივიან.




10. შეკრულობა (ყაბზობა)



მუცლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის არეებზე საკვერცხის კიბო პირდაპირ ახდენს ზეგავლენას, განსაკუთრებით კი ადრეულ ეტაპზე. მუცლის ტკივილი, შეკრულობა, მადის დაკარგვა და გაზების მომატება-კიბოს სიმპტომებს შორის ერთ-ერთია.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებსაც და რაც მთავარია, აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, გირჩევთ, რომ აუცილებლად მიმართოთ ექიმს!



aww.ge