2016 წლის პირველი სკანდალი - დევიდ და ვიქტორია ბექემები შორებიან!

17 წლიანი ქორწინების შემდეგ კიდევ ერთი ვარსკვლავური წყვილი თანაცხოვრებას ასრულებს. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, 4ო წლის ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემისა და მისი 41 წლის მეუღლის, მომღერლისა და დიზაინერის, ვიქტორია ბექჰემის განქორწინება გარდაუვალია.
In Touch-ის ცნობით, წყვილი რამდენიმე თვეა ცალ-ცალკე ცხოვრობს.

ჭორები ბექჰემების ქორწინებაში არსებული ბზარის შესახებ თითქმის 6 თვეა ვრცელდება.

გავრცელებული ცნობით, ორივე საკუთარი კარიერით არის დაკავებული, სხვადასხვა ინტერესები აქვთ და მიუხედავად დიდი მცდელობისა, ქორწინების გადარჩენა ვერ მოახერხეს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დევიდმა აშშ-ში საფეხბურთო კლუბი იყიდა, ვიქტორიას კი ლონდონის დატოვებ არ სურს, როგორც ტაბლოიდები წერენ, მეორე ვერსიით კი განშორების მიზეზი, დევიდ ბექჰემის ღალატი გახდა.

თუკი ეს სიმართლეა, ბექჰემების განშორება ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული განქორწინებების რიცხვში შევა.
წყვილის ერთობლივი ძალებით დაგროვებული ქონება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენ და ვინაიდან საქორწინო კონტრაქტი არ გაუფორმებიათ, განქორწინება სკანდალების გარეშე არ ჩაივლის.

წყვილს 4 შვილი, სამი ბიჭი და ერთი გოგონა ჰყავთ.