დაშორების უწყინარი მიზეზი - რატომ ტოვებენ მამაკაცები ქალებს

როცა მამაკაცი ტოვებს, ქალი მიზეზებს, პირველ რიგში, საკუთარ გარეგნობაში ეძებს. არადა, უმეტეს შემთხვევაში, ზედმეტი წონა და მოდელისაგან განსხვავებული პარამეტრები არაფერ შუაშია.

საქმე ის არის, რომ ქალი და მამაკაცი სახლს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ.

ქალითვის სახლი თავისი სტიქიაა, სამეფოა, სადაც ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. და როცა ხედავს, რომ რაღაც ისე არ არის, მის თავში განგაშის სირენა ირთვება, ყველაფერში ქმარს ადანაშაულებს და როგორც მთავარსარდალი, პირველ რიგში, სწორედ მისგან მოითხოვს ყველაფრის მოწესრიგებას.

რა არის სახლი მამაკაცისთვის? მამაკაცისთვის სახლი გამოქვაბულია, სადაც შეუძლია ცხოვრებისეულ ქარიშხლებს დაემალოს. საიმედო თავშესაფარია, სიმშვიდის ერთადერთი წყაროა და როცა ეს ყველაფერი ირღვევა თუნდაც მარტივი დავალებით, მაგრამ გაღიზიანებული ტონით "აქამდე რატომ არ გაიტანე ნაგავი", "აქაურობა რისთვის დაგიმსგავსებია" და მსგავსი საყვედურებით, დაძაბულობა თანდათან იმატებს.

ცხადია, ოჯახი თანაბარ მზრუნველობას და ვალდებულებების გონივრულ განაწილებას მოითხოვს, მაგრამ ჭკვიანი ქალი ყოველთვის ხვდება, როდის დათმოს, როდის აგრძნობინოს მამაკაცს, რომ სახლი ყველაზე საიმედო თავშესაფარი და დასყრდენია მისთვის. მამაკაცმა მშვიდად რომ იგრძნოს თავი, მისთვის აუცილებლია:

პატივისცემა


კაცი ასი პროცენტით უნდა იყოს
დარწმუნებული, რომ შინ მისულს შეურაცხმყოფელი სიტყვებით არავინ მიმართავს, მით უმეტეს, თუ ოჯახში ცოლის გარდა სიდედრიც ცხოვრობს.
ყველას ერთნაირად არ უმართლებს, ამიტომ შეეცადეთ უპატივცემულობა არ გამოამჟღავნოთ. და თუ გულში მაინც ფიქრობთ: "უნიათო, არაფერი ამას არ შეუძლია" ან რაღაც ამის მსგავსს, იცოდეთ, რომ უკვე გაყრის გზას ადგახართ.

წაიკითხეთ  სრულად