15 საინტერესო ფაქტი სამეფო კარის თამაშებზე
- 2016-02-12 12:01:30
- 2316 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
1) მსახიობი უნა ჩაპლინი, რომელიც რობ სტარკის მეუღლის - ტალისას როლს ასრულებს, ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილია.
2) ჰარი ლოიდი კი, რომელსაც პირველი სეზონიდან ვიზერის ტარგარიანის როლით იცნობთ, მწერალ - ჩარლზ დიკენსის შვილთაშვილი.
3) ცხენის გული, რომელიც დეინერის ტარგარიანმა დროგოსთან ქორწილისას შეჭამა, რეალურად მხოლოდ ნახევარი კილოგრამი საღეჭი მარმელადია.
4) ასევე არაა ნამდვილი ის ხორცი, რომელსაც სერიალში ტირიონი მიირთმევს. ამის მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ მსახიობი ვეგეტარიანელია.
5) დოტრაკიული ენა ფილოლოგებმა სერიალისთვის მოიგონეს. მასში 3000-ზე მეტი სიტყვაა. ( ენის შესაქმნელად გამოიყენეს: რუსული, თურქული, ესტონური, ინუკტიტუტი და სუაჰილის ენა.)
6) პიტერ დინქლეიჯი (ტირიონ ლანისტერი) ტირიონის როლის პირველი და ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი კანდიდატურა პირადად ჯორჯ მარტინმა დაამტკიცა.
7) ემილია კლარკს (დეინერისს) თმა არასდროს გაუთეთრებია. ის პარიკს ატარებს.
8) სოფი ტერნერი (სანსა) კი პირიქით, ბუნებრივად ქერა იყო, გადაღებების წინ შეიცვალა ფერი და გახდა წითური.
9) ჯორჯ მარტინმა უკვე მოიფიქრა როგორ დამთავრდება საგა და ამის შესახებ სერიალის პროდუსერებს უამბო. იმ შემთხვევისთვის, თუ წიგნების დასრულებას ვერ მოასწრებს თავად.
10) სერიალის მსახიობთა უმეტესობას, ჯორჯ მარტინის წიგნების სერია, რომლის მიხედვითაც ხდება ფილმის გადაღება, წაკითხული სულაც არ აქვს, რადგან ეშინიათ, რომ დროზე ადრე გაიგებენ თუ რა ელით მათ პერსონაჟებს.
11) მსახიობი, რომელიც ბრმა მეისტერ ეიმონის როლს ასრულებს, რეალურ ცხოვრებაშიც უსინათლოა.
12) პირველი ეპიზოდის შემდეგ, ჯეკ გილსონმა(ჯოფრიმ), წერილი მიიღო ჯორჯ მარტინისგან, სადაც ეწერა: - "გილოცავთ, თქვენ ნამდვილად ვერავინ ვერ გიტანთ".
13) სტარკების მგლების როლებს, პირველ სეზონში, ჩრდილოეთ ინუიტის ჯიშის ძაღლები ასრულებდნენ. მეოთხე სეზონში კი ისინი ნამდვილი მგლები არიან, რომლებიც კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით უფრო გაადიდეს.
14) მიშელ ფეირლიმ, არა მხოლოდ ქეითლინ სტარკის როლი შეასრულა, არამედ ჰერმიონა გრეინჯერის დედის როლიც, "ჰარი პოტერის" ბოლო ფილმში.
inko.ge