მე და მარიამი ქორწინებიდან თვესა და 6 დღეში დავშორდით

რამდენიმე თვის წინ მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი დაქორწინდა, მისი რჩეული მარიამ ახობაძე იყო. წყვილმა ხელი გია ჯაჯანიძის შოუში მოაწერა და მოგვიანებით ქორწილიც გადაიხადა. მართალია ერთი შეხედვით თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ, თუმცა მალევე გავრცელდა ხმა მათი დაშორების შესახებ. ეს ამბავი გუშინ, „სხვა რაკურსში“ ანრიმ პირველად გაახმაურა და თქვა, რომ სიმართლეა. მარიამის და ანრის ოჯახური იდილია მხოლოდ ერთი თვე და 6 დღე გაგრძელდა. რაც შეეხება არის თუ არა მათი დაშორების მიზეზი ლამაზმანი ქალბატონი სახელად ემილია, ანრიმ უარყო და თქვა რომ ისინი მხოლოდ კარგი მეგობრები არიან.
შეგახსენებთ რომ მარიამ ახლობაძე რამდენიმე წლის წინ მსახიობ, მალხაზ ქვრივიშვილს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც ერთი შვილი, ანდრია ჰყავს.

newposts.ge