15 რამ, რასაც ქალი რეალურად ფიქრობს , როცა თქვენ გიყურებთ.

როდესაც ქალის წინაშე კაცი გახდილია ქალები რაღაცეებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ რაღაცეებზე კი შეიძლება საერთოდ არ იფიქრონ. გთავაზობთ 15 საკითხს რომელსაც ქალები ყველაზე მეტ ყურადღებას აქცევენ, როცა გიყურებენ.

ის უყურებს თქვენს თითებს და ფრჩხილებს. რა თქმა უნდა მას მანამდეც ნანახი აქვს თქვენი ფრჩხილები, მაგრამ ის აუცილებლად კიდევ ერთხელ დაასკანირებს თქვენს თითებს და ფრჩხილებს. ქალებს მოსწონთ მოვლილი და კარგად დაჭრილი ფრჩხილები (გაიხსენეთ თვითონ რამდენ დროს ანდომებენ ამ პროცესს)

ის ასევე უყურებს ფეხის ფრჩხილებს.

ყურადღებას აქცევს თქვენს წვერს - როგორ იპარსავთ, ან არ იპარსავთ. წვერების ქონა არ ქონა მკვეთრად გემოვნების ამბავია, ზოგი ქალი სექსუალურად თვლის წვერებს, ზოგი პირიქით.
უყურებს თქვენს ტრუსებს - ამ შემთხვევაში კარგი რჩევა ისაა, რომ წინასწარ იცოდეთ როგორი სტილის ტრუსები მოსწონს და ჩაიცვათ ისეთი, ვინაიდან თუ თქვენი გემოვნება ამ საკითხში მკვეთრად განსხვავებულია ძალიან დიდი დისკომფორტი შეიძლება შეუქმნას ქალს.

ის იმედოვნებს, რომ თქვენი სუნი მოეწონება, ვინაიდან ამიგდალა
- ტვინის ნაწილი, რომელიც სექსუალობაზეა პასუხისმგებელი ახლოსაა ყნოსვის ცენტრათან და იმ ნეირონულ ბირთვებთან რაც ყნოსვაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ თქვენს სუნს დიდი მნიშვნელობა აქვს ქალისთვის.
სინამდვილეში ის ფიქრობს იმაზე თუ როგორ გამოიყურება თვითონ - ქალების ძალიან დიდი ნაწილი უფრო მეტ ყურადღებას თავის გარეგნობას აქცევს საწოლშიც, ვიდრე თავისი პარტნიორისას. ამ დროს გახსოვდეთ საუკეთესო გამოსავალია, რომ სექსუალური კომპლიმენტი უთხრათ თქვენს პარტნიორს, რომ ძალიან კარგად და ლამაზად გამოიყურება და ასე როგორმე მის ყურადღებას გადაიტანთ თქვენზეც.

ის იმედოვნებს, სინათლე არ ენთოს ოთახში, ან იყოს სუსტი განათება
- თითქმის არც ერთი ქალი არ არის კმაყოფილი თავის გარეგნობით ისე, რომ განათებულ, კაშკაშა ოთახში ჰქონდეს სექსი. მოკლედ თუ თქვენი პარტნიორი პორნო ვარსკვლავი არ არის, არ გირჩევთ ოთახის გაკაშკაშებას. ეს მას დისკომფორტს შეუქმნის.

ის აუცილებლად დაგაკვირდებათ გაქვთ თუ არა ერექცია.
თუ ჯერ არა, ის ფიქრობს, რომ თავის ბრალია, რომ საკმარისად კარგად არ გამოიყურება და ა.შ. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ დაამშვიდოთ და უთხრათ, რომ ყველაფერი კარგადაა და ცოტა დროა საჭირო.

ის ყურადღებას აქცევს თქვენი პენისის ზომას
- თუმცა თუ დიდი პენისით არ გამოირჩევით შეგიძლიათ მაინც მშვიდად იყოთ, ვინაიდან ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ ქალებს დიდები არ მოსწონთ. ყველაზე კომფორტულად თავს გრძნობენ, როცა კაცს საშუალო ზომის პენისი აქვს. აქვე საშუალო ზომაში იგულისხმება 13-16 სმ.(რა თქმა უნდა ერეგირებულ მდგომარეობაში)

ის ყურადღებას აქცევს დეტალებს
- ქალები ადვილად ამჩნევენ და იმახსოვრებენ ყოველ დეტალს თქვენს სხეულზე. ქალებს დეტალების შემჩნევა და დამახსოვრებაში ბადალი არ ჰყავთ.
ქალებს საწოლში მოსწონთ „კაცური“ კაცები. - ყოველდღიურ ცხოვრებაში ქალებს მოსწონთ კეთილი, მშვიდი და თბილი კაცები, მაგრამ საწოლში ზოგჯერ უნდათ დომინანტი, ძლიერი, ცოტა უხეში კაცებიც. ამიტომ გაითვალისწინეთ :)
ქალების ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო პირია, ამიტომ მას საწოლშიც სურს თქვენთან ლაპარაკი. რა თქმა უნდა სექსზე.
იმედოვნებს რომ არ გაქვს სქესობრივი გზებით გადამდები ინფექციები. სამწუხაროდ ქალები ამაზეც ფიქრობენ სექსის დროს.
ქალებს მოსწონთ თავის თავში დარწმუნებული კაცები. რაც უფრო თავდაჯერებით მოქმედებთ, მით უფრო სექსუალური ხართ მისთვის.
მისთვის მნიშვნელოვანია თვალებით კონტაქტი - ქალებს მოსწონთ როცა თვალებში უყურებთ, განსაკუთრებით თუ თქვენს თვალებში „მე შენ მინდიხარ“ -ს კითხულობენ.