iPhone 7 Ultra-ს პირველმა კადრებმა სოციალური ქსელი დაიპყრო

2016 წელს ახალი ტექნოლოგიების მოყვარულებს დიდი სიუპრიზები ელით. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც Apple-ს ერთგული მომხმარებელია. როგორც უკვე ცნობილია, კომპანიამ iPhone 6 და iPhone 6+ წარმოადგინა, ხოლო მოგვიანებით, მათი გაუმჯობესებული S სერია გამოუშვა. ამან მომხმარებლებში ეჭვი გააჩინა, რომ 2016 წელს, ბრენდი სრულიად ახალ და გამაოგნებელ მომავლის მობილურ ტელეფონს შექმნის.

მეექვსე სერიების შემდეგ, მობილური ბაზარი iPhone 7-ს ელოდება. ირკვევა, რომ ეს არ იქნება მხოლოდ მეშვიდე ან მეშვიდე S სერია. Apple ამზადებს iOS-ის ახალ სისტემას, რომელიც მობილური აპლიკაციების მოხმარებასა და შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. iPhone 7 იქნება Ultra ტექნოლოგიებით დამზადებული, წინა მოდელებთან შედარებით, დიდი და მსუბუქი. ახალი პროდუქტის ზედაპირი მთლიანად იქნება მორგებული სენსორულ ეკრანზე.

ასევე საგრძნობლად გაუმჯობესდება როგორც, წინა ხედვის, ასევე Self კამერის ხარისხი და მაქსიმალურად დაიხვეწება ღამით გადაღების შესაძლებლობები.

წინასწარი პროგნოზითს მიხედვით, iPhone Ultra 7-ს ბაზარზე 2016 წლის სექტემბერში ვიხილავთ. მანამდე კი, გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია iPhone-ის მომდევნო მოდელის სავარაუდო გრაფიკული ვიზუალი.


presa.ge