ცნობილების "ვალენტინობა" და საჩუქრები მეუღლისგან
- 2016-02-13 19:36:18
- 2645 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ვახოს მოწერილ მესიჯებს რვეულში ვიწერდი"
"ჩვენ ერთმანეთს წიგნებსაც ვუკითხავთ"
"ჩვენი ბოქლომიც მუზეუმში წაიღეს"
ვალენტინობასთან დაკავშირებით, ჩვენამდე ბევრმა ლეგენდამ მოაღწია. დიდი ხანია, ყოველ 14 თებერვალს, უცხოელები ამ დღესასწაულს ზეიმობენ, ხოლო საქართველოში "შეყვარებულების დღეს" ბოლო რამდენიმე წელია, აღნიშნავენ.
"ჩვენ ერთმანეთს წიგნებსაც ვუკითხავთ"
მანანა კოზაკოვა, მსახიობი:
- ვალენტინობა ახალგაზრდა წყვილების დღეა. გული მწყდება, რომ ჩემს ახალგაზრდობაში არ აღვნიშნავდით. დღე, რომელიც ძალიან დიდი პოზიტივის მატარებელია, რომელიც სიყვარულით, მზრუნველობითა და სითბოთია გაჯერებული, რატომ არ უნდა აღინიშნებოდეს? მე კეთილი ზღაპრების მჯერა.
- ბატონი ლევანი როგორი მეუღლეა? რომანტიკული?
- რა თქმა უნდა!
- თქვენს გაოცებას ხშირად ახერხებს?
- მზრუნველი და ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. საჩუქრებს ყოველთვის დიდი მონდომებით არჩევს. ვცდილობთ, ერთმანეთი შეძლებისდაგვარად გავახაროთ.
საჩუქრის შეძენა მთელი რიტუალია. ლევანი მიდის შესარჩევად, ღელავს, ყიდულობს, მერე მალავს, განიცდის და ნერვიულობს, - რომ არ მომეწონოს? განა, ეს დამოკიდებულება დასაფასებელი არ არის? მახსოვს, თინათინი რომ გავაჩინე, მაშინ პატარები ვიყავით და რომელ მატერიალურ კეთილდღეობაზეა ლაპარაკი, როცა ზოგადად ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ფონი იყო! მაშინ ლევანი გერმანიაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, მისი მეგობრები მიყვებოდნენ, თინათინისთვის ნაყიდი ტანსაცმელი ოთახში ლურსმნებზე ჰქონდა დაკიდებული, უყურებდა, მერე ჩაალაგებდა, ამოალაგებდა, ჩაალაგებდა, ისევ ამოალაგებდაო... გერმანიიდან კაბა ჩამომიტანა: მაშინ წონაში ძალიან მომატებული ვიყავი და ამ კაბას ჰქონდა ძალიან ბევრი "ზბორი" (იცინის). თავად როგორსაც მხედავდა, ისეთი აღნაგობისთვის შემირჩია. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ღირებულია... ყოფილა შემთხვევა, რაღაც არ მომწონებია, მაგრამ მითამაშია, რომ აღფრთოვანებული დავრჩი. ამას მოგვიანებით მიმხვდარა, მაგრამ იმ წუთში ჩემი სიხარულით ისიც ხომ ხარობდა?! ამბობს ხოლმე, - მე ვიცი, მანანას რა უნდა აჩუქო. ეს სუნამოა - ყველა შემთხვევაში მოგებული ხარო.
როდესაც გასტროლზე ვარ, მისთვის საჩუქრის შერჩევა არის მთავარი ამოცანა. მართლა დამღლელია მონახო ზუსტად ის, რაც გაუხარდება. ჩასაცმელზე თუ ვაკეთებ არჩევანს, ხან ონისე ონიანს ვაზომებ, ხან - როლანდ ოქროპირიძეს და მთელი ამბავია. მინდა, მის გემოვნებას დაემთხვეს, გაუხარდეს. საჩუქრებს ჩემოდანში ზემოდან ვალაგებ, რომ გახსნისას ადვილად იპოვოს და არ ეძებოს. ამ დეტალებისგან შედგება ჩვენი ურთიერთობა. ჩვენს ცხოვრებაში ყოფითი პრობლემები ისეთი სისწრაფით იჭრება, რომ ასეთი წვრილმანები არ უნდა დაგვავიწყდეს - ეს ხომ ისეთი მნიშვნელოვანი განცდისთვისაა აუცილებელი, რასაც ბედნიერება ჰქვია. ურთიერთობაში რომანტიზმი აუცილებელია.
წაიკითხეთ სრულად