
ქოქოსის ზეთი – იდეალური საშუალება თმის მოვლისთვის. ეს ყველა მანდილოსანს სჭირდება
- 2016-02-13 21:34:34
- 4807 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ქოქოსის კარაქი თმისთვის ძალიან სასარგებლოა. მას შეუძლია, რომ თმის გაჭაღარავების პროცესი შეაჩეროს. ასევე ეფექტურად მოქმედებს ტილების წინააღმდეგ, მისი წასმის შემდეგ მკბენარი ნადგურდება. რაც შეეხება ქერტლს, რამდენიმე წასმის შემდეგ ნელ-ნელა შეამჩნევთ, რომ ქერტლი გაქრება. დაზიანებული და მტვრევადი თმის შემთხვევაში თუ წაისვამთ დაარბილებს თმას და მეტ მბზინვარებას შესძენს. თმის ცვენის დროს მისი გამოყენება ძალიან ეფექტურია, რადგან ამაგრებს თმის ძირებს.
პატარა თასში ჩადეთ ქოქოსის კარაქი, შემდეგ ეს თასი გადაიტანეთ შედარებით დიდ ჭურჭელში, რომელშიც ცხელი წყალი ასხია. როდესაც გალღვება კარაქი შეგიძლიათ თავზე გადაივლოთ და თან თმის ძირებზე მასაჟი გაიკეთოთ. თავი შეიხვიეთ პირსახოცით.
ქოქოსის ზეთის გამოყენების შემთხვევაში შეგიძლიათ ის სპრეის ქილაში ჩაასხათ, გაიჩეროთ 30 წუთი თმაზე და შემდეგ თბილი წყლით და შამპუნით დაიბანეთ თმა.
aww.ge