25 წელი ბნელ ოთახში - დედა-შვილის შემზარავი ისტორია

ფრანგი ქალბატონი ბლანშ მონე 25 წელი იყო მძევალი თავისავე სახლში. მთელი ამ წლების განმავლობაში მან ცხოვრება გაატარა ჩაკეტილ ოთახში, სადაც მზის სხივიც ვერ აღწევდა. ქალი გადაარჩინეს 1901 წელს, მას შემდეგ რაც პოლიციამ მიიღო ანონიმური შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ უკვე 25 წელია ქალი საკუთარ დედას დამწყვდეული ჰყავს ოთახში. პოლიცია, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა, აღმოჩნდა შოკირებული - მათ დახვდათ ქალი ძლიერი ანორექსიით, რომელიც გაუგონარ სიბინძურეში იწვა. 49 წლის ბლანშ მონე პოლიციის დანახვაზე საწოლქვეშ იმალებოდა.
იმ დროს, როცა პოლიცია სახლს ათვალიერებდა, მონეს 75 წლის დედა მშვიდად იჯდა სასტუმრო ოთახში. ბლანში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს პარიზის კლინიკაში, სადაც სპეციალისტები მის გადარჩენაში დარწმუნებული არ იყვნენ. პოლიციამ დაკითხა ბლანშ მონეს დედა და ძმა.

გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ 25 წლის ბლანშ მონე იყო შეყვარებული ასაკოვან ადვოკატზე. დედამ აუკრძალა ადვოკატთან ურთიერთობა ქალიშვილს. იმის გამო, რომ შვილი მას არ დაემორჩილა, მოხუცმა ბლანშ მონე თავისი სახლის პატარა ოთახში ჩაკეტა. მოგვიანებით გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იყო შემთხვევები, როცა ამ სახლის სიახლოვეს ისმოდა კივილის ხმა. ბლანშის დედა მალევე დააპატიმრეს, რის შემდეგაც მან მხოლოდ 15 დღე იცოცხლა. დააპატიმრეს ასევე ძმაც, თუმცა მოგვიანებით ის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა იმის გამო, რომ ბლანშ მონეს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

ბლანშ მონეს მუკრნალობის შედეგად წონა და ფიზიკური ჯანმრთელობა აღუდგინეს, მაგრამ მისი ფსიქიკის აღდგენა ვერ მოხერხდა. ის განთავისუფლებიდან 12 წელიწადში, 1913 წელს ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა.


newposts.ge