„მომხსნეს როლიდან.... ამიერიდან, ვორონცოველ კაი ბიჭ „ჩაქუჩას“ ეს სირისტიანი ითამაშებს...“
- 2016-02-17 09:30:21
- 2152 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მას შემდეგ რაც ტელეკომპანია „დიას“ ერთ-ერთი წამყვანის, ნატო ხუციშვილის ვიდეო გავრცელდა, რომელიც სერიალ „ჩემი სოლის დაქალების“ პერსონაჟს, „ჩაქუჩას“ ეხებოდა, სრულიად სოციალური ქსელი დაიპყრო. „ჩემი ცოლის დაქალებში, ვარანცოველი კაი ბიჭის როლს ჩვენებური, კარალელი ლევან სუხიტაშვილი ასრულებს. რა ვერ მოძებნეთ თბილისში ვინმე, კაი ბიჭის როლი რომ შეესრულებია?... ასე ხელგასმით სოფლელობაზე ლაპარაკი ნამეტანი ზედმეტია“-ამბობს ნატო ხუციშვილი. თემა უკომენტაროდ არც „ჩაქუჩამ“ დატოვა და სოციალურ ქსელში სპეციალურად გადაღებული ფოტოთი გამოეხმაურა: „ვსოოო.... მომხსნეს როლიდან.... ამიერიდან, ვორონცოველ კაი ბიჭ ჩაქუჩას ეს სირისტიანი ითამაშებს...“ - წერს ლევან სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში.
newposts.ge