აი რატომ არ უნდა გადააჯვარედინოთ ფეხები! ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ!

ალბათ, ყოველი ჩვენგანისთვის ნაცნობია ფეხის ფეხზე გადადება და ასე ჯდომა. სხეულის ენის სპეციალისტების თქმით, ეს პოზა კომუნიკაციის ფორმადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, ის მიუთითებს ადამიანის ნერვების მდგომარეობაზე.
დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ფეხის ფეხზე გადადება თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა, მიუხედავად იმისა რომ ამ მდგომარეობაში ხშირად თავს კომფორტულად გრძნობთ.

ფეხის ფეხზე გადადება ზრდის ზეწოლას მცირე კანჭის ნერვზე, მუხლის უკანა მხარეს. ამან კი შეიძება დროებით შეამციროს მგრძნობელობა ფეხის ქვედა მიდამოებში.

სკამთან შედარებით, გადაჯვარედინებული ფეხებით იატაკზე ჯდომა განსაკუთრებით საზიანოა. იმ შემთხვევაში თუ ასე საათობით იჯდებით, ნერვებზე ზეწოლის გამო შესაძლოა ფეხები იმდენად დაგიბუჟდეთ რომ ვერც კი იგრძნოთ ისინი და ვეღარ მოახერხოთ დგომა.

თუ ეს პოზა თქვენ უკვე ჩვევად გაქვთ, მაშინ ალბათ ნაცნობია რეგულარული კისრის და ზურგის ტკივილი, ამიტომ აუცილებლად გამოასწორეთ მავნე ჩვევა და თავიდან აარიდეთ ზედმეტი დაჭიმულობა ხერხემალს. ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს ჩვენს თეძოებსა და მენჯის ძვლალზე, შედეგად კი დატვირტვა აწვება ზურგს, რაც იწვევს ტკივილს.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომა იწვევს სისხლის წნევის ზრდაა, შედეგად გულზე მოდის დიდი დატვირთვაა და ამით ზიანს აყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას.

გაითვალისწინეთ ყველა ის შესაძლო პრობლემა, რაც შეიძლება გადაჯვარედინებულიz ფეხებით ჯდომამ გამოიწვიოს და გაუფრთხილდით საკუთარ თავს.


funny.ge