
ფოთის პროკურორის შვილი ქურდობის ფაქტზე დააკავეს
- 2016-02-17 18:11:32
- 1238 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ქალაქ ფოთის პროკურორის, ალექსანდრე გოგუაძის უმცროსი ვაჟი ამირან გოგუაძე ქურდობის ფაქტზე დააკავეს.
21 წლის ახალგაზრდამ თბილისში, ორ მეგობართან ერთად ერთ-ერთ ავტომობილს ე.წ ბამპერი მოსხნა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ნიუპოსტს" განუცხადეს, მომხდარზე საქმე 177-ე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა, რომელიც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.
ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
newposts.ge