რისგან იღებს სიამოვნებას 38 წლის ასაკში ნინა წკრიალაშვილი

მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა 38 წლის ასაკში ღირებულებათა გადაფასება მოახდინა. შეიცვალა მისი დამოკიდებულება როგორც გარშემომყოფებისადმი, ისე საკუთარი თავისადმი. როგორც მომღერალმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ინტერვიუში "სარკესთან" განაცხადა, ისწავლა, როგორ იყოს მშვიდად და ახლა აბსოლუტურ ჰარმონიაში ცხოვრობს.

"აღარ ვაკეთებ იმას, რაც არ მსიამოვნებს, მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც ან მჭირდება, ან მსიამოვნებს. საკუთარ თავთან აბსოლუტური ჰარმონია მაქვს. მე მგონია, დავჭკვიანდი, ბევრი მძინავს, ბევრს ვმოგზაურობ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ვიმოგზაურო, ეს ყველაფერზე მეტად მიყვარს. 2 თვეში ერთხელ სადმე რომ არ წავიდე, არ არსებობს. საბედნიეროდ, ევროპაში ბევრი
მეგობარი მყავს. აქედან ხშირად მარტოც მივდივარ და მათთან ჩავდივარ... ძალიან მიყვარს ჩემი ცხოვრება თავისი სისულელეებით, შეცდომებით და ბევრი სწორი, თამამი ნაბიჯით, ბევრი რისკითაც. შეცდომები ადამიანს გამოცდილებას და იმის საშუალებას აძლევს, რომ ცხოვრებაში იგივე არ გაიმეოროს. ვისაც ძალიან მარტივი ცხოვრება აქვს, ის პიროვნულად ვერ იზრდება. ტკივილი პიროვნულად გზრდის.  წაიკითხეთ  სრულად