ქალაქი სადაც ყველა მუშაობს ,პოლიცია არ არის და ხელფასი 1200 ევროა

ესპანეთის ამ ქალაქში არ არის პოლიცია, დანაშაული და უმუშევრობა. აქ სულ რამოდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომლებმაც შეძლეს აეშენებინათ საკუთარი სოციალ-დემოკრატიული უტოპია. საუბარია ქალაქ მარინალედაზე, რომელიც მდებარეობს ესპანეთის სამხრეთში, ანდალუზიის პროვინციაში. ქალაქი დამოკიდებულია მხოლოდ ერთ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე. ერთი შეხედვით მარინალდა არაფრით არ განსხვავდება რეგიონის სხვა ქალაქებისგან. ქალაქის ადგილობრივებმა შეძლეს მოეწყოთ უნიკალური ანტიკაპიტალისტური საზოგადოების შექმნა. 2008წელს ფინანსური კრიზისის დაწყებისას, ქალაქმა მერად აირჩია საკმაოდ ოდიოზური პოლიტიკოსი- ხუან მანუელ სანჩეს გორილო, რომელსაც იმ დროისთვის მეტსახელად ჰქონდა „ესპანელი რობინ ჰუდი“. მან სახელი გაითქვა სუპერმარკეტებზე რეიდების სერიების ორგანიზებით, როცა პროტესტის ნიშნად ადამიანები მაღაზიებს ძარცვავდნენ და გამოჰქონდათ ჩვეულებრივი საკვები პროდუქტი: კარაქი, ბრინჯი, მარცვლეული. მოლარეები ეყურებდნენ ამ განუკითხაობას და ტიროდნენ, რადან მათი დამხმარე არავის იყო. გორდილი კი ინტერვიუებში აცხადებდა, რომ ეს ძარცვა კი არ იყო, არამედ ადამიანების მიერ ჩადენილი არაძალადობრივი ქმედება, რომელიც გამოწვეული იყო მათი სიღარიბის გამო. ის აღნიშნავდა, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება მაღაზიაში წავიდეს და პროდუქტი შეიძინოს, XXIსაუკუნეში ეს სირცხვილია. გორდილომ ქალაქის მერმა მიიღო გადაწყვეტილება: ის, ვისაც სურს საკუთარი სახლის აშენება, ამას შეძლებს უფასოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახლის საერთპ ფართი არ აღემატება 192მ2-ს. მასალებს და მუშა ხელს აფინანსებს მუნიციპალიტეტი. ოჯახი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს იხდის თვეში მხოლოდ 15ევროს მთელი ცხოვრების მანძილზე და კიდევ, თუ სახლის მფლობელი გადაწყვეტს მის გაყიდვას, მას უფლება არ აქვს მერიის გარდა ვინმეზე გაასხვისოს უზრავი ქონება. მთლიანობაში ანდალუზიაში ახლა ძალიან დიდი უმუშევრობაა, ის უდიდეს რიცხვს შეადგენს-37-55% დაახლოებით. მარინალედეში ცხოვრობს 2700 ადამიანი და ყველა მათგანი მუშაობს ერთი და იგივე სამსახურში- ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში, საიდანაც მიღებულ შემოსავალს მოქალაქეები თანაბრად იყოფენ. შაშუალოდ ეს გამოდის 1200ევრო თვეში. რეგიონში, სადაც ყოველი მესამე ადამიანი სამსახურს ვერ შოულობს, ეს ფანტასტიური შედეგია. „ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს ფასეულობებს, საზოგადოების სამომხარებლო ფასეულობებს. თუ ცოტა ხნით დავივიწყებთ ფულს, ეგოიზმს და ინდივიდუალიზმს, შეგვიძლია მივიღოთ უფრო წარმატებული, ბედნიერი და სამართლიანი საზოგადოება. მარინალედა- ამის ერთი პატარა მაგალითია. ჩვენ გვინდა ეს გამოცდილება მტელს მხოფლიოში გავავრცელოთ, ჩვენ მოვძებნით კარგ სოციალურ- კომერციულ ქსელს, რომელიც ამაში დაგვეხმარება“- აცხადებს გორდილო ქალაქის მერი.


newposts.ge