პოლ მაკარტნი გრემის წვეულებაზე არ შეუშვეს.... (ვიდეო)

­ბრიტანელი ლეგენდარული როკმომღერალი, „ბითლზის“ ერთერთი დამფუძნებელი სერ პოლ მაკარტნი გრემის დაჯილდოების შემდეგ გამართულ წვეულებაზე არ შეუშვეს. მომღერამა "ფეის კონტროლი" ვერ გაიარა.

„VIP-სთვის კიდევ ერთი ჰიტი გვჭირდება“ - ხუმრობს მომღერალი ვიდეოში, რომელიც პაპარაცებმა გადაიღეს . მასთან ერთად, წვეულებაზე უკანა კარიდან შესვლას მომღერალი Beck და მუსიკოსი ტეილორ ჰოუკინსი ცდილობდნენ.

წვეულება რეპერ ტაიგას მიერ იყო ორგანიზებული. იგი ამბობს, რომ არ იცოდა, პოლ მაკარტნი თუ წვეულებაზე შესვლას ცდილობდა.