10 ფსიქოლოგიური სიეშმაკე, - როგორ მივიღოთ სასურველი

1. დახმარების თხოვნა
ამ მეთოდს ბენჯამინ ფრანკლინის სახელი ჰქვია. მას სურდა იმ ადამიანის კეთილგანწყობა მოეპოვებინა, ვისაც სძულდა.

ფრანკლინმა ზრდილობიანად სთხოვა წიგნი ეთხოვებინა, სასურველის მიღების შემდეგ კიდევ უფრო თავაზიანად უთხრა მადლობა. ამ ფაქტის შემდეგ მამაკაცები დამეგობრდნენ. ამ მეთოდს მარტივი ახსნა აქვს, - თუ ადამიანი დახმარებას გთხოვთ, სხვა დროს თქვენც შეგიძლიათ მას მიმართოთ. ისიც ისევე მოიქცევა, როგორც თქვენ.

2. მოითხოვეთ მაქსიმუმი
სთხოვეთ იმაზე მეტი, რაც გსურთ და როცა უარს მიიღებთ, მოითხოვეთ ის, რაც სინამდვილეში გსურდათ. ადამიანი უხერხულად იგრძნობს თავს, რომ პირველად დიდ თხოვნაზე უარი გითხრათ და მცირე დახმარებას აუცილებლად გაგიწევთ.

3. კეთილგანწყობა
ამერიკელი ფსიქოლოგის, დეილ კარნეგის აზრით, ადამიანისთვს ყველაზე სასურველი, საკუთარი სახელის გაგონებაა. თუ მოსაუბრის თქვენდამი კეთილგანწყობა გსურთ, სახელით მიმართეთ. ხოლო, თუ ადამიანს მეგობარს დაუძახებთ, ის თავს მართლა თქვენს მეგობრად იგრძნობს. თუ ვინმესთან მუშაობა გსურთ, ბოსი უწოდეთ.

4. პირფერობა
თუ ადამიანს მაღალი თვითშეფასება აქვს, თქვენი შექება და კომპლიმენტი ესიამოვნება, სათანადოდ მიიღებს, ხოლო თუ დაბალი თვითშეფსება აქვს, შეიძლება ნეგატიურად მიიღოს. ამიტომ, იყავით გულწრფელი, მაგრამ  ფრთხილი.

წაიკითხეთ  სრულად