ჰორმონალური დარღვევის 9 სიმპტომი, რომელსაც ბევრი ქალი აიგნორებს!

სიტყვა „ჰორმონის“ გაგონებისას ბევრს წარმოუდგება ქალი მენოპაუზის დროს და თუ როგორ მოქმედებს ჰორმონალური ცვლილება მის ჯანმრთელობაზე. თუმცა ჩვენ დაბადებიდან სიკვდილამდე განვიცდით ამ ცვლილებებს, მაგრამ ცოტას თუ ესმის რას ნიშნავს ეს ზუსტად.

ბევრი ქალი ფიქრობს, რომ პრობლემები ამ მხრივ 40-50 წლის შემდეგ იწყება, მაგრამ ჰორმონალური დისბალანსის ნიშნები საკმაოდ ადრეც შეიძლება გაჩნდეს. ეს კი დამოკიდებულია, თუ როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობთ, როგორ იკვებებით, რამდენად დაბინძურებულ გარემოში გიწევთ ცხოვრება და ასე შემდეგ.

არ დააიგნოროთ ეს 9 სიმპტომი , რომელიც ჰორმონების ბალანსის დარღვევაზე მიუთითებს.



1) წონის მომატება







თუ თქვენ პრობლემა გაქვთ წონასთან, ეს შეიძლება სულაც არ იყოს დაკავშირებული არასწორ კვებასთან. კორტიზოლი, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლების მიერ წარმოიქმნება, არა მარტო წონის შენარჩუნებას უშლის ხელს, არამედ სხეულის სხვადასხვა ნაწილში ცხიმებსაც აგროვებს.




2) ლიბიდოს დაქვეითება



ჰორმონი ანდროგენი როგორც ქალებს, ისე კაცებს გამოუმუშავდებათ ხოლმე, მისი ნაკლებობა კი ზუსტადაც ლიბიდოს დაქვეითებას იწვევს. ეს კი ერთ-ერთი სიმპტომია ჰორმონალური დისბალანსის.




3) დაღლილობა



თუ ადამიანს სძინავს საკმარისად, მაგრამ როცა იღვიძებს, თავს უკვე დაღლილად გრძნობს, შეიძლება მას ჰორმონალური დისბალანსი ჰქონდეს.




4) ცუდი განწყობა



მოწყენილობა, ცუდი განწყობა, სტრესი, შფოთვა და დეპრესია შეიძლება გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით ან TSH-ის დონის ამაღლება ჰიპოთირეოზის შედეგად.




5) წყვეტილი სიზმარი ან უსიზმრობა



მენოპაუზის დროს ქალებს ხშირად ძილის დარღვევები აქვთ ხოლმე. წყვეტილი სიზმარი ან საერთოდ უსიზმრობა კი ჰორმონალური ბალანსის სერიოზულ დარღვევასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.




6) ჭარბი ოფლიანობა



ენდოკრინული სისტემის ფუნქციის დარღვევას ჭარბი ოფლიანობის გამოწვევა შეუძლია, რაც ჰორმონალური დისბალანსის ერთ-ერთი სიმპტომია.



7) საჭმლის მონელების პრობლემა



კუჭ-ნაწლავის ტრაქტის 3 ჰორმონის : გასტრინის, სეკრეტინისა და ქოლეცისტოკინინის დისბალანსს შეუძლია გამოიწვიოს საჭმლის მონელების პრობლემა.



8) შაქრის გადაჭარბებული სიყვარული



ჰორმონალური დისბალანსის კიდევ ერთი სიმპტომი – შაქრის გადაჭარბებული სიყვარული.


9) თმის ცვენა



თმის ცვენა გამოწვეულია ტესტორენების დონის დარღვევით.





aww.ge