6 ფაქტორი, რომელიც კრიტიკულ დღეებს აუარესებს
- 2016-02-19 22:16:39
- 1713 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
კრიტიკული დღეების სიმძიმის თუ სიმსუბუქის მიუხედავად, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ თქვენს მენსტრუალურ ციკლზე. საბედნიეროდ, თქვენ შეგიძლიათ თავი აარიდოთ ყველა ამ საკითხს. ერთადერთი რამ, რაც თქვენ ამისთვის უნდა გააკეთოთ არის ის,რომ უნდა გააგრძელოთ ამ სტატიის კითხვა.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა გზა, რომელსაც შეუძლია დროებით გააქროს ეს ტკივილი, მათ შეუძლიათ სერიოზული ჯამრთელობის პრობლემა გამოიწვიონ. რატომ გადავწყივიტე ამაზე საუბარი? არა მხოლოდ იმიტომ, რომ თვქენ გაიგოთ თუ რატომ ხდება კრიტიკული დღეები უარესი, არამედ მიხედოთ თქვენს ჯამრთელობასაც. ამის წაკითხვა კი დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ტკივილი “წითელ კვირას”.
1. ქრონიკული სტრესი
მე ხშირად სტრესს ვადარებ შავ ჭირს. შესაძლოა სტრესი არ არის ისეთი საშიში და საშინელი, როგორც შავი ჭირი, მაგრამ მას შეუძლია მუდმივად იმოქმედოს თქვენს ჯამრთელობაზე, ეს არის მიზეზი რატომაც უნდა აკონტროლოთ თქვენი სტრესის დონე. თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, ეს არევს თქვნს მენსტრუალურ ციკლს. დაგტანჯავთ ტკივილი ამ პერიოდში. უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ ვაკონტროლოთ სტრესი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაგვაკონტროლებს ჩვენ.
2. კვების რაციონი
თქვენ იცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ რას ჭამთ ყოველდღიურად. ჯანსაღი კვება არის სწორი არჩევანი, რომელიც დაგეხმარებათ თავი იგრძნოთ ბედნიერად და ჯამრთელად ყოველ დღე, განსაკუთრებით კი ამ პერიოდში. არსებობს ისეთი საჭმელებიც, რომლებიც მენსტრუალურ ციკლს აუარესებენ. ესენია: დამუშავებული საკვები, მარილიანი საკვები, ყავა, ტკბილი საკვები, ცხიმიანი ხორცი, რძე, ყველი, და კიდევ ნაყინი. თუ ხვდებით რომ ასეთი საკვები გიუარესებთ ამ პერიოდს, ამის აღმოსაფხვრელად საჭიროა დაიცვათ დიეტა ან შეამციროთ მინიმუმამდე მათი მიღება.
3. ვარჯიში
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მთელი კვირა იწვეთ საწოლში. ვარჯიში კარგია მთელი კვირის განმავლობაში, თუმცა არ პერიოდში ვარჯიშმა შესაძლოა კრუნჩხვები გამოიწვიოს. შესაძლებელია მსუბუქი ვარჯიშების გაკეთება, თუმცა ყურადღება უნდა მიაქციოთ ორგანიზმის ტენიანობას.
4. უძილობა
თანამედროვე ადამინები ამბობენ, რომ „ძილი მაშინაც გვეყოფა, როცა მოვკვდებით“. მაგრამ საკმარისი ძილი დაგეხმარებათ არა მხოლოდ გაგიხალისოთ ცხოვრება, არამედ კრიტიკული დღეები გახადოს უფრო მარტივი. შუაღამემდე დაძინება ჩვევაში უნდა გადაიზარდოს. ამ გზით თავიდან აცილებთ ამ მძიმე დღეებს. თუ გაწუხებთ უძილობა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
5. დიდი დატვირთვა
Workaholism-ი არ არის იშვიათი ფენომენი დღესდღეობით. ეს არის ადამიანების მისწრაფება, რომლის გამოც მათ დასჩემდათ უყურადღებობა. საზოგადოება აქცენტს აკეთებს ფულზე და კარიერაზე, რომელიც იწვევს სრულ ეპიდემიას. თუ თქვენ გაქვთ ტენდენცია, რომ იმუშაოთ 8 საათზე მეტი შაბათ-კვირის განმავლობაშიც და არასოდეს ისვენებთ, თქვენი დატვირთული დღის წესი დაანგრევს თქვენს ჯამრთელობას და იმოქმედებს მენსტრუალურ ციკლზეც.
თქვენ არ ხართ სუპერქალი, რომელსაც შეუძლია იმუშაოს 24/7. აგრეთვე არავინ გადაგიხდით დამატებითი მუშაობისთვის. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და არა თქვენს საფულეზე. თავი აარიდეთ ღამისთევებს, ის არღვევს ცირკულაციურ რიტმს, რომელიც აკონტროლებს სხვადასხვა ბიოლოგიურ ფუნქციებს, მათ შორის თქვენს მენსტუალურ ციკლს.
6. მოწევა
მოწევა და დალევა ეს არის ორი ცუდი ჩვევა, ისინი გავლენას ახდენენ თქვენს ჯამრთელობაზე. თუმცა მოწევა გავლენას ახდენს ესტროგენულ დონეზე, ტესტესტერონის დონეზე და სხვა ჰორმონებზე, რომლებიც თამაშობენ გადამწყვეტ როლს PMS-ის განვითარებაში. თუ თქვენ გაქვთ არარეგულარული პერიოდი, თავი უნდა დაანებოთ მოწევას და მიხვდებით როგორ იგრძნობთ თავს. გარდა ამისა, შეამცირეთ ალკოჰოლის მოხმარება, რომელიც თქვენს ციკლს აურესებს.
არსებობს ბევრი რამ, რაც კრიტიკულ დღეებს გადაგიქცევთ კოშმარად. იმედია ახლა იცით, თუ როგორ უნდა გახადოთ ეს პერიოდი უფრო მშვიდი, ვიდრე ოდესმე იყო. არსებობს ჰორმონალური დისბალანსი და არარეგულარული პერიოდები. იმ შემთხვეაში თუ გრძნობთ, რომ რაღაც რიგზე არ არის, მიმართეთ დაუყოვნებლივ თქვენს ექიმს.
feme.ge