
მისი შვილი წყლიდან ამოსვლის შემდეგ 1 საათში გარდაიცვალა. მშობლებო ყურადღებით იყავით!
- 2016-02-20 22:05:31
- 3114 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ხშირად როდესაც დღეს აუზზე ვატარებთ, საღამოს სახლში დაღლილები ვბრუნდებით. ამიტომ, როდესაც შვილმა კასანდრა ჯექსონს უთხრა, რომ დაღლილია და მას ეძინება, დედამ არაფერი იეჭვა. 10 წლის ჯონი დასაძინებლად წავიდა. როცა ცოტა ხანში კასანდრა მის ოთახში შევიდა, მან დაინახა რომ პატარა ვერ სუნთქავს და მას პირზე დუჟი ადგება. ექიმებმა მას აუხსნეს, რომ ეს ე.წ. “მეორადი დახრჩობაა”, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანი ბევრ წყალს ყლაპავს.
ეს მდგომარეობა ფატალურ შედეგსაც კი იწვევს, თუ სიმპტომებს ყურადღება ვერ, ან არ მიაქციეთ. წყალს, რომელსაც ადამიანი ყლაპავს (აუზიდან, ტბიდან, ოკეანედან) შეუძლია ფილტვების გაღიზიანება და შეშუპება გამოიწვიოს. ამიტომ თუ ბავშვმა ცურვისას ბევრი წყალი ჩაყლაპა, დააკვირდით სიმპტომებს და თუ ის ცუდათაა, საავადმყოფოში წაიყვანეთ. სიმპტომი მაშინვე, ან 72 საათის განმავლობაში ჩნდება.
სიმპტომები:
ბანაობის შემდეგ დაღლილობა;
ჰაერის უკმარისობა;
გაღიზიანება, განწყობის უმიზეზო ცვალებადობა.
aww.ge