3000 -მდე ქართველი თურქულ პოლიციას დაუპირისპირდა (ვიდეო)
- 2016-02-21 17:55:23
- 1099 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თურქეთში, ყოფილ სამხრეთ ბათუმის ოლქში, კერძოდ ართვინში, ქართველები თურქულ პოლიციას დაუპირისპირდნენ. 3000 -მდე ქართველი ართვინის ცენტრისკენ გარღვევას ცდილობს, ქართველებმა ბარიკადები აღმართეს და საბურავებს წვავენ, თურქული პოლიცია მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს. ქართველები ართვინში ტყის გაჩეხვას აპროტესტებენ, სადაც ტერიტორიას ოქროს საბადოს გასახსნელად ამზადებენ. რიზე – ერზრუმის ტრასები პარალიზებულია.
მდგომარეობის გამწვავება 17 თებერვალს დაიწყო, ქართველებმა გადაკეტეს გზები და მძიმე ტექნიკას არ უშვებენ ოქროს საბადოს ტერიტორიაზე.
~
mpress.ge