
შვედეთში "ლიბერალური პარტია" ნეკროფილიისა და ინცესტის ლეგალიზებას ითხოვს
- 2016-02-23 19:48:14
- 2226 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

შვედეთის ლიბერალური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია ნეკროფილიისა და ინცესტის ლეგალიზების შუამდგომლობით გამოვიდა. ორგანიზაციის განცხადებით, მხოლოდ იმიტომ, რომ "სექსუალური აქტის ასეთი ფორმა სისაძაგლე და მიუღებელია", დაუშვებელია იყოს უკანონო. შვედეთის ლიბერალური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, 15 წელზე ზემოთ ღვიძლ დედმამიშვილებს შორის, ასევე გვამთან სექსუალური კავშირის დაკანონებებას ითხოვს, თუ გარდაცვლილმა მასთან სექსუალური კავშირის დამყარების თაობაზე თანხმობა გარდაცვალებამდე დაწერა.
"ზოგადად ჩვენ არ მოგვწონს ზნეობრივი კანონები და ამჟამად ეს კანონმდებლობა არ იცავს არავის.
ჩვენ ახალგაზრდული ფრთა ვართ და ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, მომავლისკენ ვიაროთ"- განუცხადა გამოცემა "Aftonbladet"-ს ლიბერალური ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე სესილია იონსონმა. წაიკითხეთ სრულად