Johnson & Johnson-ი კიბოთი გარდაცვლილი ქალის ოჯახს 72 მილიონ დოლარს გადაუხდის

მისურის შტატის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კოსმეტიკური მწარმოებელი Johnson & Johnson კიბოთი გარდაცვლილი ქალის ჟაკლინ ფოქსის ოჯახს 72 მილიონ დოლარს გადაუხდის. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ სენტ-ლუის ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ მიიღო. ჟაკლინ ფოქსი 2015 წლის ოქტომბერში 62 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. მისი ოჯახის თქმით, ქალი 35 წლის განმავლობაში ამერიკული კომპანიის პროდუქციას, მათ შორის ინტიმური ჰიგიენის საშუალებებსა და საბავშვო ტალკს რეგულარულად იყენებდა. ფოქსის ოჯახის მტკიცებით, კიბო სწორედ კომპანიის პროდუქციამ გამოიწვია.ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, კომპანია დამნაშავეა იმის დამალვაში, რომ მისი პროდუქცია შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.


newposts.ge