ამ წუთებში თითქმის ერთდროულად ქვეყნის სახელმიწფო უწყებების შენობებზე დროშები ეშვება

ამ წუთებში თითქმის ერთდროულად ქვეყნის სახელმიწფო უწყებების შენობებზე დროშები ეშვება. ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და ქუთაისში პარლამენტის შენობებთან, მთავრობის კანცელარიასა და პრეზინდეტის სასახლესთან დროშები დაუშვეს.

1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად, საქართველოს ანექსია მოახდინა. მათ ქართველი იუნკერები, 25 თებერვალს ტაბახმელა-კოჯორში დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. საქართველოს მთავრობა კი ემიგრაციაში წავიდა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს გამოაცხადა.


რაიმერ.ჯი