
12 ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ფაქტი საბჭოთა კავშირის შესახებ
- 2016-02-25 09:55:25
- 2963 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სოციალისტური რეჟიმი, რომელმაც 15 სახელმწიფო მოიცვა, თითქმის, 70 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სახელმწიფო მსოფლიოში. მის ფართობს ხმელეთის მეექვსედი ნაწილი ეჭირა. თუმცა, სსრკ ცნობილი არა მხოლოდ თავისი ზომებით გახდა. ქვეყანა მრავალ საინტერესო ფაქტს მალავდა, რომელთაც ფარდა მხოლოდ დროთა განმავლობაში აეხადა.
1. საბჭოთა კავშირში 1923 წელს დაბადებული ადამიანების 80% მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა
2. საბჭოთა კავშირში არაერთი კატასტროფა მომხდარა და ხშირად, ამის შესახებ თვითონ საბჭოთა მოქალაქეებმაც არ იცოდნენ და ამ ამბავს უცხოეთში მყოფი ნათესავებისაგან იგებდნენ. მაგალითად, ჩერნობილის კატასტროფის დროს, ხელისუფლებამ არ გაავრცელა ინფორმაცია, თუ რა მოხდა რეალურად და ამის გამო, მოსახლეობის დროული ევაკუაცია არ განხორციელდა, რამაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. საბჭოთა კავშირი არ აღიარებდა კატასტროფას, ვიდრე 1000 კილომეტრით დაშორებულ შვედეთში რადიაციის მატება არ დაფიქსირდა
3. ალბათ ყველას გვითამაშია ტეტრისი, თუმცა მისი შექმნის ისტორია უმეტესობამ არ იცის. საკულტო კომპიუტერული თამაში, შექმნა ალექსეი პოჟიტნოვმა და ფართო საზოგადოებას წარუდგინა 1984 წლის 6 ივნისს. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მას საერთოდ არ მიუღია ჰონორარი ამ თამაშის შექმნის გამო, ხოლო თამაშზე საავტორო უფლებას, 1996 წლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი ფლობდა
4. კოლის ზეღრმა ჭაბურღილი (რუს. Кольская сверхглубокая скважина) - დედამიწის ყველაზე ღრმა ხელოვნური ჭაბურღილია. მდებარეობს რუსეთის მურმანსკის ოლქში. გეოლოგიურად მოქცეულია ბალტიის ფარის ფარგლებში. კოლის ზეღრმა ჭაბურღილის სიღრმე 12 262 მ-ია. სხვა ზეღრმა ჭაბურღილებისაგან განსხვავებით, რომლებსაც ნავთობის ძიება ევალებოდათ, კოლის ჭაბურღილის ბურღვა უშუალოდ ლითოსფეროს კვლევით იფარგლებოდა.
წაიკითხეთ სრულად