სიყვარულის 10 ნიშანი, მამაკაცის სხეულის ენაზე
- 2016-02-25 10:49:53
- 5048 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჩვენს ტვინს ადამიანის სხეულის ენის წაკითხვა რამდენიმე წუთში შეუძლია, ამიტომ მარტივია დაინახოთ, რომ მამაკაცი თქვენზეა შეყვარებული.
ჩვენი სხეული ჩვენსავე ემოციებზე, გრძნობებზე, სიტყვებსა და ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ მოვლენაზე რეაგირებს.
უნდა შეისწავლოთ მამაკაცის ენა ისე, რომ გაიგოთ როგორაა ის თქვენს მიმართ განწყობილი. თუ ის დაინტერესებულია თქვენით, ამას აუცილებლად იგრძნობთ მისი მიმიკებით, ჟესტებითა და სხეულის მოძრაობით.
შეყვარებული მამაკაცის სხეულის 10 მინიშნება
წარბების მოძრაობა
თუ მამაკაცი წარბებს ჯერ მაღლა, შემდეგ კი მყისიერად დაბლა სწევს, მას თქვენ აინტერესებთ. ეს საკმაოდ შეუმჩნეველი მოძრაობაა, რომელიც ერთდროულად გაკვირვებასა და სიხარულს გამოხატავს. ხოლო თუ წარბს მაღლა სწევს და მის ჩამოწევას არ ჩქარობს, შესაძლოა სკეპტიკურად იყოს განწყობილი.
კორპუსს თქვენკენ აბრუნებს
როცა ადამიანის მიმართ სიმპათიით ხართ განწყობილი, გაუცნობიერებლად მასთან მიახლოებას ცდილობთ. თუ ბიჭი თქვენს პირდაპირ ზის და კორპუსს თქვენკენ ხრის, ე.ი. მას მოსწონხართ.
არ იცის, ხელებს რა მოუხერხოს
ხელების მოძრაობა ადამიანის ემოციას კარგად გამოხატავს. მამაკაცთან ყოფნისას, დააკვირდით მის ხელებს. თუ გაუცნობიერებლად ეხება ჯიბეებს ან ნივთებს, მას თემის შეცვლა და ყურადღების მიპყრობა სურს. ეს ჟესტი მსუბუქ დაბნეულობასაც ავლენს.
ეხება თმას
თუ მამაკაცი თმას ისწორებს, იცოდეთ, რომ ცდილობს თავი მოგაწონოთ.
წაიკითხეთ სრულად