სტანისლავ ბონდარენკო თბილისში ჩამოდის

რუსეთში მოღვაწე, უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში ჩამოდის. ქართველი ქალების გულთამპყრობელი თბილისს 9 მარტს ეწვევა. მისი ვიზიტი ქველმოქმედებას უკავშირდება. ყველაფერი კი ასე დაიწყო. ორმა გოგონამ, ელენე თარგამაძემ და ნათია ქარდავამ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს, რომ 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და დახმარება ესაჭიროებოდა. გოგონებმა არჩევანი სტანისლავ ბონდარენკოზე გააკეთეს და მას დაუკავშირდნენ. როგორც ელენემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, მსახიობს შეთავაზეს ახალგაზრდა ბიჭის დასახმარებლად თბილისში ჩამოსულიყო. სტანისლავმა კი სიამოვნებით მიიღო წინადადება და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დათანხმდა გოგონებს.

ელენე თარგამაძე: სტანისლავი ქველმოქმედების მიზნით ჩამოდის. საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად, რომელსაც აღენიშნება ოსტეოპოროზი და კუნძოვანი კვანძები. მას საქართველოში ჩაუტარდა რვა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა საჭიროებს უცხოეთში მკურნალობას, რისთვისაც სოლიდური თანხაა საჭირო, ამის საშუალება კი ოჯახს არ აქვს. 10 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება სპექტაკლი "მე ბებია ილიკო და ილარიონი" მოზარდ მაყურებელთა თეატრში, რომელშიც ზურიკელას როლს შეასრულებს სტანისლავი. ხოლო 21:00 საათზე „floor 8"- ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან მოწვეული სტუმრები. ბილეთის ფასი: 30,40,50 საქველმოქმედო კონცერტი-100 ლარი. იმღერებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები. საქველმოქმედო კონცერტზე იცეკვებენ სუხიშვილები“.


newposts.ge