რა საიდუმლოს ინახავს “მონა ლიზა”? ფრანგი მეცნიერის საოცარი აღმოჩენა!

როდესაც ლეონარდო და ვინჩიმ “მონა ლიზა” შექმნა, ბევრი თვლიდა, რომ ეს ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და ტექნიკის მხრივ რთული ნიმუშია. ფრანგი მეცნიერი პასკალ კოტტი ამტკიცებს, რომ მან ნახატის ქვეშ საიდუმლო დეტალები აღმოაჩინა.

პასკალ კოტი არის Lumiere Technology–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი. მისი თქმით, Layer Amplification Method–ის დახმარებით, მან ნახატის ქვეშ კიდევ ერთი პორტრეტი აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი ნახატს არავითარ ზიანს არ აყენებს.