როგორ უნდა შეამოწმოთ ცოლის ერთგულება?

არსებობს გამოცდილი მეთოდი, რომლითაც შეიძლება შემოწმდეს ნამდვილად უყვარს თუ არა ქალს მამაკაცი. ფსოქოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს იდეალური გამოცდაა ცოლისთვის და წყვილების 90% სწორედ ამ მიზეზით შორდება ერთმანეთს.

ამაში დასარწმუნებლად სპეციალისტებმა თავიანთი პრაქტიკიდან კონკრეტული ოჯახის მაგალითი შემოგვთავაზეს. მოკლედ, ცოლის ერთგულების შესამოწმებლად საკმარისია, მას...
ქმარზე მეტი შემოსავალი ჰქონდეს!

აი, კონკრეტული მაგალითი. ორშვილიანი ქალი რვა წლით უმცროს მამაკაცს გაჰყვა ცოლად. ყველაფერი კარგად იყო, ვიდრე მამაკაცმა ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში შეძენილი თავისი ბინის ბებიისთვის დათმობა არ გადაწყვიტა. აი, აქედან დაიწყო პრობლემები. ქალმა მაშინ ლამის განქორწინება გადაწყვიტა. ფსიქოლოგები აძლევდნენ რჩევებს... სწორედ ამ დროს ამოტივტივდა დეტალი, რომელიც ადრე ფსიქოლოგებს არ შეუმჩნევიათ.

არმოჩნდა, რომ ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არსებითად შეიცვალა. თანაცხოვრების პირველ წლებში ქმარს უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა. ოჯახი ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე. და აი, ერთ დღეს ცოლი დააწინაურეს. ის მსხვილი საწარმოს დირექტორის მოადგილე გახდა! მათ ცხოვრებაში ამ მოვლენების თარიღების შედარებისას აღმოჩდა, რომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კონფლიქტები და ქალმა გაყრაზე დაიწყო ფიქრი!  წაიკითხეთ  სრულად