4 წლის ბავშვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
- 2016-02-26 12:55:55
- 3476 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ეგვიპტის სასამართლომ 4 წლის აჰმედ მანსურ კურანი შარარას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სასამართლომ შეცდომა დაუშვა. კერძოდ, ბავშვი 16 წლის აჰმედ მანსურ კურანი შარარას ნაცვლად გასამართლდა. როგორც დაცვის მხარე განმარტავს, მართლმსაჯულების მოხელეებმა არ მოახდინეს პირის იდენტიფიცირება, არ დააკვირდნენ დაბადების თარიღს და შესაბამისად, მოსამართლე არ იყო საქმის კურსში, რომ საქმე 4 წლის ბავშვს ეხებოდა.
ცნობისთვის, გამოძიება ბრალდებულს სხვადასხვა სახის მძიმე დანაშაულებს ედავებოდა, მათ შორის - მკვლელობასა და თავდასხმებს.