მაგდა პაპიძეს არ სჯერა, რომ შვილი გარდაცვლილი ჰყავს - ადვოკატი

მეუღლისა და შვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაში მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს არ სჯერა, რომ მისი შვილი გარდაცვლილია. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ბრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"არ სჯერა, რომ ბავშვი გარდაცვლილია. როდესაც ვიყავით მის სანახავად, გვითხრა, რომ ბავშვი ცოცხალია და მიმალავენო, რადგან პოლიციამ როდესაც წამომიყვანა, ბავშვი სუნთქავდაო, ცოცხალი იყო და შვილს მიმალავენო. ჩვენ იმის მტკიცება გვიწევდა, რომ ბავშვი გარდაცვლილი იყო, რაც ჩვენთვის იოლი არ იყო, რომ დედას უმტკიცო, მისი შვილი გარდაცვლილია“ – განაცხადა პაპიძის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 წლის მამაკაცი და მისი 5 წლის შვილი მოკლული იპოვეს. ცხედრები სადარბაზოს შესასვლელთან იპოვეს. მამაკაცის დაღუპვის მიზეზი თავში მძიმე საგნის ჩარტყმა გახდა, ხოლო ბავშვი - გაგუდულია. დაკავებულია მომხდარში ბრალდებული 25 წლის წლის მაგდა პაპიძე, რომელსაც ბრალად მეუღლის და შვილის მკვლელობა ედება.


newposts.ge