თუკი თქვენი ფეხის მეორე თითი სხვა თითებზე გრძელია...

ჩინეთში და ინდოეთში სჯერათ, რომ ფეხის თითები მთელი ჩვენი სხეულის ნამდვილი ანარეკლია.


ეს სიმართლეა?


ჯეინ შიჰანი რეფლექსოთერაპევტია. ის თვლის, რომ ფეხს ბევრი რამის „მოყოლა“ შეუძლია თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ხასიათზეც კი.


ცერა თითი

თუ ცერა თითი სხვა თითებზე უფრო გრძელია, თქვენ ჭკვიანი და კრეატიული პიროვნება ხართ. შეგიძლიათ პრობლემების გადაჭრა, თუმცა ამავე დროს, კონცენტრაცია გიჭირთ.
თუ ცერა თითი პატარაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი საქმის კეთება ერთდროულად შეგიძლიათ. იმისთვის კი, რომ სხვებზე ზეგავლენა მოახდინოთ, საკუთარ ქარიზმას იყენებთ.

მეორე თითი
გრძელი მეორე თითი ლიდერის თვისებებზე მეტყველებს. ასეთი ადამიანი დინამიური და კრეატიული არის.

მესამე თითი

თუ გრძელი მესამე თითი გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგიული ადამიანი და ნამდვილი პერფექციონისტი ხართ. თქვენ ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. თუმცა, სამსახურის გადამკიდე, სიყვარულისთვის, ოჯახისთვის და გართობისთვის დრო აღარ გრჩებათ.
თუ მესამე თითი მოკლე გაქვთ, თქვენ ცხოვრებით ტკბებით.

მეოთხე თითი
თუ გრძელი მეოთხე თითი გაქვთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ოჯახი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თითი ოდნავ მოხრილია, თქვენ საყვარელ ადამიანთან რთული ურთიერთობები გაქვთ. ასეთი ადამიანები კარგი მსმენელები და აღმზრდელები არიან. მათ უნდა შეეცადონ სხვის პრობლემებზე არ იფიქრონ.
თუ მეოთხე თითი მოკლე გაქვთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ოჯახი და ურთიერთობები თქვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია.


ნეკა თითი

პატარა ნეკა თითის მფლობელები ნამდვილი ბავშვები არიან. მათ არ უყვართ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ყველაფერი სწრაფად ბეზრდებათ.
თუ ყოველი თითი წინა თითზე პატარაა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ პრაქტიკული პიროვნება, იდეალური თანამშრომელი და კარგი მეგობარი ხართ, რომელსაც სიზუსტე უყვარს.



aww.ge