
ნასას სჭირდება მოხალისეები 70 დღის განმავლობაში მარიხუანა, რომ მოიხმარონ...
- 2016-03-03 09:54:30
- 3299 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ნუ, თუ ეს მეცნიერებას სჭიდება...
გიყვართ დივანზე წოლა და არაფრის კეთება? მაშინ ნასას თქვენთვის შესანიშნავი სამუშაო აქვს - სააგენტო აგროვებს მოხალისეებს კუნთოვანი ატროფიის ეფექტის გამოსაკვლევად. ისინი 70 დღის მანძილზე უბრალოდ უნდა იწვნენ „კოსმოსურ“ საწოლში და კანაბისს ეწეოდნენ. ამისათვის კიდევ 18 000 დოლარს დაგაუხდიან.
ექსპერიმენტის მონაწილეებს ნებადართული აქვთ წიგნების კითხვა, სოცქსელებში კონტაქტი,კომპიუტერული თამაშების თამაში და რაც მთავარია მარიხუანას მოწევა. ამ პერიოდის განმავლობაში მოხალისეებს საწოლიდან ადგომა ეკრძალებათ, გამონაკლისი იქნება სხვადასხვა ტესტების გავლა.
ასეთი სახით ნასა გეგმავს გამოიკვლიოს კუნთოვანი ატროფიის და კანაბისის ზემოქმედება ორგანიზმზე. მაგრამ რა არის ექსპერიმენტის საბოლოო მიზანი?
ტესტები მეცნიერებს დაეხმარებათ იპოვონ საუკეთესო ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობის დროს კოსმონავტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. მწოლიარე მდგომარეობა კოსმოსურ გრავიტაციას ჰყავს - ნულოვანი წონა და კუნთებზე მინიმალური დატვირთვა.
ექსპერიმენტის ჩატარების პერიოდში ნასას თანამშრომლები მონაწილეების ფიზიკურ მდგომარეობას დააკვირდებიან და ასევე გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას უმნიშვნელო დატვირთვას მისცემენ. რა თქმა უნდა საკმაოდ რთულია ორი თვის მანძილზე საწოლში ყოფნა. თუმცა ისინი კოსმონავტებს დაეხმარებიან მარსზე პირველი გამგზავრებისთვის, რომ სწორად მოემზადონ.
mediamall.ge
მოამზადა ელენე გურილმა