ელტონ ჯონი შვილებს მემკვიდრეობის გარეშე ტოვებს

ელტონ ჯონმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი შვილები მემკვიდრეობის გარეშე დატოვოს. მომღერლის გადაწყვეტილებით, კარიერის მანძილზე დაგროვებულ 280 მილიონამდე დოლარს ქველმოქმედებას მოახმარს. მას სურს, რომ მისმა შვილებმა - 5 წლის ზაქარიმ და 3 წლის ელაიჯამ ფულის ყადრი იცოდნენ და შრომა შეიყვარონ.

„რასაკვირველია, ძალიან მინდა, რომ ჩემს ბიჭებს არაფერი მოაკლდეთ, მაგრამ არ მსურს, ყველაფერი „ლანგრით მივართვა“. ზაქარიმ და ელაიჯამ შრომისა და ფულის ფასი უნდა ისწავლონ" - განაცხადა ელტონ ჯონმა.

თუმცა, ბიჭები სრულიად უფულოდ მაინც არ დარჩებიან, რადგან ანდერძი ჯერჯერობით შემუშავების პროცესშია და როგორც მუსიკოსი ამბობს, მის დეტალებზე მუშაობს.



newposts.ge