5 ყველაზე კითხვადი თინეიჯერული წიგნი

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ კომპიუტერების ეპოქაში, ახალგაზრდების კითხვით დაინტერესება ძალიან რთულია. თუმცა, დღეს ქართველი თინეიჯერები ნამდვილად კითხულობენ წიგნებს. ამის ნათელი მაგალითია გრძელი რიგები წიგნის მაღაზიებთან, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტ Liberteens-ის დამსახურებაა. Liberteens-ი აერთიანებს ლიტერატურას, რომელსაც პროექტის მონაწილე თინეიჯერები თავად არჩევენ თავიანთი თანატოლებისთვის. პროექტის სლოგანიც სწორედ ეს არის: "შენი თაობის არჩევანი". პროექტში შემავალი წიგნები მსოფლიოს ბესტსელერებად აღიარებული ნაწარმოებებია, რომლებიც მრავალ ენაზეა თარგმნილი და გამოცემული.

წარმოგიდგენთ Liberteens-ის პროექტის 5 წიგნს, რომლებიც ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობენ თინეიჯერებს შორის.

1. ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი"
ლიფტში გაღვიძებულ თომასს თავისი სახელის გარდა არაფერი ახსოვს. იგი სრულიად უცხო, მასავით მეხსიერებადაკარგული ბიჭების გარემოცვაში ხვდება. მათ საკმაოდ რთული მისია აქვთ შესასრულებელი - უსასრულო, მოძრავი ლაბირინთიდან გასასვლელი უნდა იპოვონ. ამ ლაბირინთიდან ჯერ თავი არავის დაუღწევია.

2. მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი"
წიგნში მოქმედება 1939 წელს ნაცისტურ გერმანიაში ხდება. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა.
9 წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად, ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს თვითონ იწყებს წერას.
ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. ეს ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.

3. ჰოლი სმეილის "გიკი გოგო"
15 წლის თინეიჯერი ჰარიეტ მანერსის საოცარი ამბავი, რომელიც ნამდვილი გიკია. როგორც გიკმა - ძველმოდურმა და ენთუზიასტმა - ბევრი რამ იცის, მაგრამ ვერ ხვდება, სკოლაში რატომ არავის მოსწონს, რატომ დასცინიან. მოახერხებს კი გიკი გოგო მომხიბვლელ ქალიშვილად იქცეს?

წაიკითხეთ  სრულად