ფსიქოლოგებმა კაცის კრიტიკული დღეები აღმოაჩინეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელსიც მონაწილეობას იღებდა 1206 წყვილი. კაცებს კითხეს – თუ რას გრძნობდნენ ისინი, მაშინ, როცა მათ პარტნიორებს კრიტიკული დღეები ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ კაცების უმრავლესობა, რომლებიც ძალიან არიან მიჩვეულები თავიანთ პარტნიორებს და მათთან ძალიან ახლო ემოციური კავშირი აქვთ, განიცდიან იგივე ემოციებს, როგორსაც ქალები. დაღლილობას, კრუნჩხვებს და ჰიპერმგრძნობელობას. ზოგი კი მენსტრუალურ ტკივილსაც კი განიცდის.

ექიმი ჯედ დაიმონდი გვარწმუნებს, რომ პრემენსტრუალური სინდრომის დაწყება პირდაპირ კავშირშია კაცების სისხლში ტესტესტერონის დონის ვარდნასთან. მედიცინაში ამ ფაქტს ანდროპაუზას უწოდებენ.


news.vitube.ge