ის ქორწილიდან ერთი თვის თავზე გარდაიცვალა... მისი ქმრის გზავნილმა საყოველთაო აღტაცება დაიმსახურა

მეგან ბაიკერი და ადამ უორნერი იდეალური წყვილი იყო. სამწუხაროდ, ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა... როდესაც მეგანი 28 წლის გახდა, ექიმებმა საშიში დიაგნოზი დაუსვეს - სარძევე ჯირკვლის სიმსივნე. მიუხედავად ამისა, არ დანებდა და ცდილობდა ეცხოვრა ხალისიანი ცხოვრებით.
დიაგნოზის დასმიდან 1 წელში გოგონამ შექმნა ბლოგი, სადაც დაწვრილებით აღწერდა, თუ როგორ ებრძოდა ვერაგ დაავადებას. მისი წერილები სავსეა ოპტიმიზმით ქიმიოთერაპიისა და მასტექტომიის შემდეგაც კი.
წერილებს შორის იყო ერთი, რომელშიც ჩამოთვლილი ჰქონდა 30 რამ, რისი გაკეთებაც სურდა სიცოცხლეში. უნდოდა შეესწავლა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, გეგმავდა დახმარებოდა უსახლკარო ბავშვებს, ემოგზაურა მსოფლიოს გარშემო და ეცხოვრა 5 ქვეყანაში.   წაიკითხეთ  სრულად