"ამ ფილმის პორნოგრაფიად განხილვა საბჭოთა ეპოქაში დაბრუნებაა"
- 2016-03-06 10:05:12
- 8081 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"სამწუხაროა, რომ ესაა სამსჯელო თემა, მაშინ როდესაც ძალადობრივი სექსუალური სცენების კინოჩვენებას აწყობენ ქალაქის ცენტრში, როემლსაც უყურებს ყველა ასაკის ადამიანი. საჯარო მოხელეები კი, ვინც ამაში მონაწილებდნენ, არავის დაუსჯია".
როგორც ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ, კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტში შესული ინფორმაციის საფუძველზე, კონკრეტული საიტებით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლით საქართველოში აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი მასალის გავრცელება. "შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას და აღასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა. გამოძიების მიერ, სამართლებრივი წესის შესაბამისად, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და შსს-ს მიეწოდა დასკვნა, რომ აღნიშნული ფილმი (ლაპარაკია გასპარ ნოეს ფილმზე ,,ლოვე", რომლის არასაკონკურსო ჩვენება გაიმართა 2015 წლის კანის კინოფესტივალზე, ასევე აჩვენს საქართველოში - ბათუმის კინოფესტივალზე - ავტ.) მიეკუთვნება პორნოგრაფიას. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები". ამ ინფორმაციას ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რიგი ხელოვნებათმცოდნეების თქმით, ამ ყველაფერს ცენზურის სუნი აქვს. გამოითქვა ასეთი აზრიც, ქვეყნაში, სადაც ყოველდღიურად მძიმე თუ ნაკლებად მძიმე დანაშაული ხდება, სამართალდამცავებს ფილმებისთვის ნაკლებად უნდა ეცალოთ.
წაიკითხეთ სრულად