ერთი თვის წინ გათიშულ ლიფტში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

ჩინეთის ქალაქ სიანის ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი ქალის სხეული იპოვეს. ლიფტი ერთი თვის წინ გამორთეს და მას შემდეგ არ მუშაობდა.

30 იანვარს, ორმა მუშამ, რომლებიც ლიფტის ტექმომსახურების სამუშაოს ასრულებდნენ ლიფტი გამორთეს. სარემონტო სამუშაოები 1 მარტს, სხვა მუშებმა განაახლეს და სწორედ ამ დროს, ლიფტის შიდა კედლებზე გარდაცვლი ქალი იპოვნეს. ქალი იმ კორპუსის მაცხოვრებელი აღმოჩნდა. სამუშაოებში ამხელა პაუზა ჩინური ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნას უკავშირდება.

პოლიციამ მუშები დააპატიმრა გაუფრთხილებელი მოქმედებით ადამიანის სიკვდილის გამოწვევის მუხლით. მუშები აცხადებენ, რომ ისინი ლიფტის გათიშვამდე ხმამაღლა აფრთხილებდნენ მოსახლეობას, თუმცა არც შახტა და არც თავად ლიფტი არ შეუმოწმებიათ.


newposts.ge