გეი-წყვილი აღშფოთებულია - მათი პირადი ფოტო ჰომოფობიის პროპაგანდისთვის გამოიყენეს

2014 წელს კანადელმა ფოტოგრაფმა ლინდსი ფოსტერმა, გეი-წყვილის გულისამაჩუყებელი ფოტო გადაიღო, რომლებმაც სუროგატული დედის მიერ გაჩენილი ბავშვი პირველად ნახეს. ემოციურ სურათზე ბ. ბერონსა და ფრენკი ნელსონს ჩვილი ხელში უჭირავთ და სიხარულისგან ტირიან. ეს ფოტო მაშინვე სოცქსელებში გავრცელდა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.



„ეს ფოტო სიყვარულზეა. ის აჩვენებს, იმას რომ ამ გრძნობას სქესი, ასაკი და რასა არ გააჩნია“,- აღნიშნეს მამაკაცებმა.


ორი წლის შემდეგ ამ სურათს სხვა სიცოცხლე გაუჩნდა: იტალიურმა პოლიტიკურმა პარტიამ Extreme right – wing-მა ის გეი-საზოგადოების წინააღმდეგ კამპანიისთვის გამოიყენა.



ფოტოს ლოზუნგიც მოუფიქრეს: „ეს ბავშვი ვერასდროს შეძლებს თქვას „დედა“. ჩვენ უნდა დავიცვათ ბავშვების უფლებები“.


ახლობელმა ბერონსა და ფრენკის აღნიშნული ფოტო გაუგზავნა. მამაკაცები შოკირებულები და დამწუხრებულები იყვნენ.



„მათი კამპანია აღნიშნავს, რომ ბავშვს დედა სჭირდება. მათ აიღეს ფოტო, სადაც ჩვენს გარდა, ჩვენი შვილიცაა გამოსახული. მათ ნებართვა არ აიღეს. რა თქმა უნდა არ ვემხრობით მათ ქმედებებს“.



ფოტოს ავტორიც ასევე აღშფოთებულია, რომ იტალიელმა პოლიტიკოსებმა მისი ნაშრომი გამოიყენეს. ფოსტერი უფრო იმით კი არ არის გაბრაზებული, რომ საავტორო უფლებების ობიექტია მოპარული, არამედ რა ფორმითაა სურათი გამოყენებული: მისი ნამუშევრის გმირები ძალიან ცუდი კუთხით გამოაჩინეს.


life.mediamall.ge

მოამზადა ელენე გურიელმა