ირანელი მილიარდერი, რომელსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს!

ირანის სასამართლომ ირანელ მილიარდერს ბაბაკ ზანჯანის, კორუფციის ბრალდებით, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ზანჯანი, რომლის ქონებაც 13,5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, 2013 წლის დეკემბერში დააკავეს, გადასახადების დამალვის ბრალდებით. იგი ნავთობის საბადოების მფლობელი იყო. სასამართლომ იგი კიდევ რამდენიმე ფინანსურ მაქინაციაში დაადანაშაულა.

ზანჯანი თავის დროზე ზანჯანი აშშ-ს და ევროკავშირს "შავ სიაში" ყავდა შეყვანილი, რადგან იგი, ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გვერდის ავლით, ქვეყნის ხელმძღვანელობის დავალებით, ნავთობის ექსპორტს აწარმოებდა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, თურქეთსა და მალაიზიაში.


newposts.ge