მაგდა პაპიძის დედა ქალიშვილის დედამთილს მიმართავს

მეუღლისა და შვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაში მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედა დედა ლია შამუგია დაკავებულის დედამთილს , ლილი მინდიკაურს მიმართავს.
შამუგია სიცრუეს უწოდებს ლილი მინდიკაურის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მისი რძლის და ლანა პაპიძე დედას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
"ლილი, იმედია კითხულობ ჩემს სიტყვებს (ვსარგებლობ ჩემი,შვილის ფეისბუკით) არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ყველა შენს ინტერვიუს სადაც უტიფრად ეხები ჩემს ოჯახს და გავიწყდება სამწუხაროდ ან განგებ ივიწყებ ჩემს დამოკიდებულებას ჩემი შვილიშვილების მიმართ!! რა ნამუსით ლაპარაკობ ამხელა სიცრუეს მაშინ როდესაც ძალაინ კარგად იცი როგორი ბებია ვიყავი მე ჩემი თორნიკეს მიმართ და როგორი დედა ვარ დღემდე !! მგონი ვხვდები მე ამ ყველაფერს შენ რატომაც ლაპარაკობ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ...ამიტომ მაგდას და ლანას დედა, თორნიკეს და ლიზის ბებო გიწვევ სახალხოდ გაიმეორო ყველა ის სიტყვა რაც გამოიყენე ინტერვიუებში ჩემი ოჯახის წინააღმდეგ!!! გაეცი ყველა ჩემს კითხვას პასუხი. არ გაინტერესებს რას შეგეკითხები??ყველა შენს ნალაპარაკებზე პასუხს გამცემ!!! შენს გულში ჩაიხედე ლილი და ისე გაიმართლე თავი, რა ნამუსით ლაპარაკობ ამხელა სიცრუეს ჩემს ოჯახზე!! მგონი გათავისებული არ გაქვს რამხელა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე ტყუილებისთვის გცხელა, სირცხვილი ლილი შენი. თუმცა მეტს რას უნდა მოველოდე ქალისგან, რომელსაც პირველივე სამძიმრის დღეს ერთი ცრემლი არ ჩამოგიგდია, გაოგნებული გიყურებდი და ვერ ვხსნიდი შენს ასეთ საქციელს! შორიდან მაგრამ ყველაფერს ვადევნებ თვალს და ზუსტად შენმა ინტერვიუებმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დასვა მომხდართან მიმართებაში! ამიტომ სრული პასუხისმგებლობით გადავწყვიტე ხალხის წინაშე გაიმეორო და პასუხი გამცე ყველა იმ შეურაცხყოფაზე რაც პირადად მე და ჩემს ოჯახს მოაყენე !!! მე უკვე ძალიან კარგად ვხვდები ყველაფერს და გიპირისპირდები ნებისმიერ დროს ! შენ ძალაინ კარგად იცი როგორი გაზრდილი მყავს შვილები და შვილიშვილები !!! სიტყვა "ნაბოდვარი" შენგან ხშირად გამიგია და ქუჩური ტერმინოლოგიით არ დავიწყებ შენს ინტერვიუებზე გამოკიდებას მე თავმოყვარეობა მაქვს!! ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს პირადად შენთან მომხდარი ტრაგედიის ღამესთან დაკავშირებით !! - წერს ლია შამუგია.


newposts.ge