ანჯელინა ჯოლიმ ძიძა ბრედ პიტთან ფლირტის გამო გააგდო

ერთ-ერთი ძიძა, რომელიც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილებს უვლიდა, ჯოლიმ ბრედ პიტთან ფლირტის გამო სამსახურიდან დაითხოვა. გოგონამ, რომლის ვინაობაც უცნობია, ეს სამსახური მკაცრი „გამოცდების“ შედეგად მიიღო, რომლებიც ჯოლიმ ჩაატარა. გარკვეული დროის მანძილზე ყოველივე კარგად იყო, მშობლები ძიძით კმაყოფილნი გახლდნენ.

„ენჯის ყველაფერი მოსწონდა, მითუმეტეს იმ სიტუაციაში, როცა დამხმარეებისა და ბეიბისითერების სამუშაო დღეს, იგი თავად გეგმავდა. ბევრს სურს იმუშაოს ამ ოჯახში, მაგრამ იქ მოსახვედრად უნდა გაიარონ სერიოზული ფილტრაციის პროცესი“, - აცხადებს წყარო.

მიუხედავად კონტროლისა და საკუთარი დაქირავებულების ერთგულებისა, მან მალევე შეამჩნია, რომ ერთ-ერთი ძიძა პრობლემებს ქმნიდა. გოგონათი ბრედ პიტი დაინტერესდა, გოგონა კი პიტის მხრიდან ფლირტს პასუხობდა. „ბრედს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა პერსონალთან, ყველასთან მარტივად პოულობდა საერთო ენას, მაგრამ გარკვეულ მომენტში ნათელი გახდა, რომ მას ღიად ჰქონდა ფლირტი ამ ძიძასთან“, - ამბობს წყარო.

საშიში ისტორია ფინალს მაშინ მიუახლოვდა, როცა ჯოლიმ მეუღლე და ძიძა აუზში იხილა, წერტილი კი ამ ფაქტის შემდეგ დასვა: „მან დაინახა როგორ გამოვიდა ბრედი სააბაზანოდან სამზარეულოში პირსახოც მოხვეული, იქ კი ეს ძიძა იყო, რომელმაც ღიმილით გაუწოდა ჭიქა წვენი, რაც ენჯისთვის უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა“.

ჯოლიმ თვითკონტროლი დაკარგა და ორივეს სკანდალი მოუწყო. შედეგად „გოგონამ მოაგროვა თავისი ნივთები და სახლი სწრაფად დატოვა“.



newposts.ge