ერეკლე დეისაე დააკავეს!

დეისაძემ მთავრობის კანცელარიასთან პერფორმანსი “გასპარ ნოეს კიდობანი” მოაწყო. მან პროექტორით გასპარ ნოეს ფილმი “სიყვარული” მთავრობის კანცელარიის შენობის კედელზე აჩვენა. სწორედ, ამის შემდეგ დეისაძე ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა დააკავეს. ის უკვე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

დეისაძის იურისტი, თორნიკე უსტარაშვილი ამბობს, რომ პოლიციამ მას 40 წუთით გადაადგილების უფლება უკანონოდ შეუზღუდა და მიზეზი არ განუმარტავთ. პოლიცია საქმეს სსსკ-ს 255-ე მუხლით იძიებს, რაც პორნოგრაფიისგავრცელებას გულისხმობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასპარ ნოეს ფილმზე “სიყვარული” დაიწყო გამოძიება პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით. მე, როგორც დამოუკიდებელმა არტისტმა, გადავწყვიტე ამ პერფორმანსის გაკეთება. სახელმწიფოს მონოპოლია აქვს პორნოგრაფიის გავრცელებაზე.,” – აღნიშნავს დეისაძე.

მისივე მოსაზრებით, ამ ფილმის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, აბსურდია:

“მაშინ, როცა სახელმწიფო თავის თავს უფლებას აძლევს შანტაჟისთვის შენი ცხოვრება გადაიღოს, როცა სახელმწიფო ციხეში ადამიანებს აწამებს, როცა ამ წამების ამსახველი ვიდეოს ჩვენებას უშვებს საჯარო სივრცეში, მხედველობაში მაქვს ზუგდიდში ბულვარში კასრებში აღმოჩენილი კადრების ჩვენება, ხელოვნების წინააღმდეგ პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით საქმის აღძვრა, აბსურდია.”

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრანგი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმი “Love” პორნოგრაფიული შინაარსისაა. შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე.










netgazeti.ge