პატრული აჩერებს ცოლ-ქმარს- დღის ანეგდოტი

პატრული აჩერებს ცოლ-ქმარს:

- საგზაო ნიშანზე 50-ია გამოსახული!
ქმარი: კიი და ამიტომაც მივდიოდით 50 კმ/სთ-ით.
ცოლი: კი, მაგრამ სპიდომეტრზე რომ 70 ეწერა?
ქმარმა ცოლს შუბღვირა.

პატრული აგრძელებს:
- უკანა ფარები არ მუშაობს, გატეხილია!
ქმარი: უი რას ამბობთ? არც კი ვიცოდი!
ცოლი: რა არ იცოდი, 2 კვირაა მაგას გეუბნები,გააკეთე-მეთქი.
ქმარმა ბოროტულად გადახედა ცოლს.

პატრულმა კვლავ გააგრძელა:
- ღვედიც არ გაქვთ შეკრული!
ქმარი: როგორ არა, ახლა შევიხსენი,თორემ..
ცოლი: კაი ერთი, შენ სულ ღვედის გარეშე მოძრაობ!

ქმარმა ვეღარ მოითმინა და დაუყვირა:
- მოკეტე, შე ძუკნა!
ცოლი შეშინდა და გაჩუმდა.
- ყოველთვის ასე გელაპარაკებათ ქმარი? - ჰკითხა პატრულმა ცოლს.
- არა,რას ამბობთ.. მხოლოდ სიმთვრალეში..


mediamall.ge