როგორ ფიქრობთ, რა არის ე ს უცნაური თეთრი სიმები უმ კვერცხში?

თქვენ ალბათ გაგიტეხიათ კვერცხი და გადმოგიღიათ ტაფაზე საუზმისთვის, აგითქვეფიათ ფქვილში დაბადების დღის ნამცხვრის მოსამზადებლად ან შეიძლება უმადაც მიგირთმევიათ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ მოკიდებიხართ სიფრთხილით უმ კვერცხს, ერთი რამ ალბათ გაფიქრებთ: რა ჯანდაბაა ეს თეთრი წებოვანი, მკვრივი რამ, რომელიც კიდია კვერცხის გულზე?

დროა გაიცნოთ ჩალაზა. მოეშვით. მიუხედავად მისი უცნაური გარეგნობისა, ეს არ არის ჭიპლარის თოკი. ჩალაზა შეგიძლიათ იხილოთ კვერცხის გულის ორ მხარეს და მისი მთავარი მიზანია კვერცხის გულის კვერცხის ცენტრში დაჭერა. იმის გამო, რომ სიმები, რომლებიც ცილის სპეციალური ფორმაა, დაკავშირებულია როგორც კვერცხის გარსთან, ისე გულთან, ისინი, როგორც წესი, ყველაზე შესამჩნევია, როდესაც აცალკევებთ კვერცხის ცილას გულისგან – და ამ დროს ზოგჯერ საქმეს ართულებენ.




ჩალაზა სრულიად გამოსადეგია საჭმელად. ასე რომ მისი მოშორება არ არის აუცილებელი. როდესაც თქვენ ამ მოსქო თოკებს ხედავთ, ეს იმის ნიშანია, რომ კვერცხი ახალია. ჩალაზა ქრება, როდესაც კვერცხი ძველდება. ასე რომ, თუ თქვენ ვერ იპოვით მინიმუმ ერთ მათგანს მაინც კვერცხის გატეხვისას, შესაძლოა კვერცხი დიდი ხნის შენახული იყოს მაღაზიაში ან თქვენს მაცივარში. ასე რომ, ახლა თქვენ იცით, თუ როფორ უნდა გაარჩიოთ ახალი კვერცხი ძველისგან.