როგორ ცხოვრობს ყველაზე ლამაზი წყვილი

მოდელი მარიამ ხორგუაშვილი და ფეხბურთელი ლაშა კალანდაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცნენ რაც მათი ქორწილის ფოტოები გავრცელდა სოციალურ ქსელში. მას შემდეგ კი მათ „ლამაზ წყვილად“ მოიხსენიებენ. როცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ეს საკმაოდ მტკივნეულად აღიქვა საზოგადოებამ, ხოლო მათი შერიგებით ყველა კმაყოფილი დარჩა. მარიამ ხორგუაშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა მისი და ლაშას ურთიერთობი შესახებ: „მე და ლაშა ერთმანეთს 8 თვის წინ დავშორდით. გარკვეული პრობლემების გამო ვამჯობინეთ ცოტა ხანს ცალ-ცალკე ვყოფილიყავით. 7 თვის შემდეგ ორივემ მოვინდომეთ ურთიერთობის აღდგენა და ერთი თვის წინ შევრიგდით. თან პატარა დემეტრე გვყავს, ახლა ცალკე გადავედით და სამივე ერთად ვცხოვრობთ. შერიგების შემდეგ მაქსიმალურად ვცდილობთ დრო ერთად გავატაროთ და ერთმანეთს სითბო და მზრუნველობა არ მოვაკლოთ. ვცდილობთ ის დრო ავინაზღაუროთ რაც ერთმანეთის გარეშე გავატარეთ... ძალიან გვიხარია, როცა ვხედავთ, რომ ხალხი ჩვენ მიმართ სითბოს გამოხატავს. ქუჩაში რომ გვხვდებიან, ვგრძნობთ, რომ ჩვენი ერთად დანახვა უხარიათ და ძალიან თბილად გვექცევიან. შეიძლება ცოტა სასაცილოდ ჟღერს, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ, ჩვენს ქორწინებას რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვა და მერე დავშორდით, ვამბობდი, გაგვთვალეს, თვალი გვეცა-მეთქი. ეს ყველაფერი ხალხის სალაპარაკო თემად რომ იქცა, ვფიქრობდი, რომ მათი ბრალი იყო ჩვენი დაშორება. ახლა ვხედავ, უხარიათ, ისევ ერთად რომ ვართ. თუმცა, ისეთებიც არიან, ვისაც არ გაუხარდა, წერენ რატომ შერიგდითო. ეს არც გამკვირვებია, რადგან შეყვარებულები რომ ვიყავით იმ პერიოდიდან გვხვდებოდნენ ასეთი ადამიანები. ვერ ვხვდები ოჯახის დანგრევა რატომ უხარიათ უფრო მეტად ვიდრე შერიგება. ასეთი კომენტარები მე და ლაშას გულთან ახლოს არ მიგვაქვს. რაც ვიზამთ, ყველანაირი ადამიანი არსებობს“- ამბობს მარიამ ხორგუაშვილი „თბილისელებთან“ საუბრისას.










newposts.ge