კაშხალის მშენებლობის დროს მღვიმე ააფეთქეს...ასეთ რამეს არავინ ელოდა!

ანაკონდა - მსოფლიოში ყველაზე დიდი გველია. ამ ქვეწარმავალზე უამრავი ლეგენდა, თუ ფილმი არსებობს, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს.

სინამდვილეში უზარმაზარ ანაკონდებთან შეხვედრა დიდი იშვიათობაა. დღემდე არ იყო დაფიქსირებული 9 მეტრზე გრძელი რეპტილია. მაგრამ ბრაზილიელი მშენებლების მონაპოვარმა ნამდვილი რეკორდი დაამყარა.

ბრაზილიის ქალაქის ალტამირას მახლობლად მდინარე შინგუზე ჰიდროელექტროსადგურის „ბელუ-მონტის“ მშენებლიბა მიმდინარეობდა, სადაც სპეციალისტები ასაფეთქებელ სამუშაოებს აწარმოებდნენ. ერთ-ერთი წყალქვეშა გამოქვაბულის აფეთქების შემდეგ მშენებლის წინ საზარელი სანახაობა გადაიშალა. ტალღამ ნაპირზე უზარმაზარი გველის სხეული გამორიყა, რომლის აწევაც მხოლოდ ამწეთი მოხერხდა.

თვითმხილველების თქმით, გველის სიგრძე დაახლოებით 10 მეტრი იყო, სიგანე ყველაზე ფართე ადგილას მეტრას აღწევდა, ხოლო წონა 400 კგ-ს!

ანაკონდას მკვლელობის ფაქტის დამალავას აპირებდნენ, რადგანაც მშენებლობა რიგი დარღვევბით მიმდინარეობდა. თუმცა მშენებლებმა ფოტოები სოცქსელებში გამოაქვეყნეს, რომლებიც ეკოლოგებმა შეამჩნიეს. ახლა სამშენებლო კომპანიას სოლიდური ჯარიმა დაეკისრება.




მოამზადა ელენე გურიელმა


mediamall.ge